სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა | ბოლო დღის ყველა სიახლე

სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა | ბოლო დღის ყველა სიახლე

იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელი დღეა, "ბარსელონას" ტრანსფერებთან დაკავშირებით ინფორმაციას განახლებად რეჟიმში გთავაზობთ:

15:45 | უკანასკნელ დღეებში "ბარსელონა" მაურო იკარდის გარემოცვას დაუკავშირდა, თუმცა, გარიგება ვერ შედგა. [Mercato]

16:24 | "ბარსას" დირექტორი გასულ კვირას მანჩესტერში იმყოფებოდა. როგორც აღმოჩნდა, კლუბი სტერლინგის გადაბირებას ცდილობდა, თუმცა, ფეხბურთელის სახელფასო მოთხოვნების დაკმაყოფილება ვერ მოხერხდა. ასევე, "ბლაუგრანას" წარმომადგენელი როდრიგო მორენოს ხელში ჩაგდებასაც ცდილობდა, თუმცა, ჟოან ლაპორტა ფიქრობს, რომ ის კლუბს არ სჭირდება. [GerardRomero]

16:28 | "ბარსელონას", 29 წლის ესპანელი ფეხბურთელი, პაბლო სარაბია შესთავაზეს, თუმცა კლუბმა შეთავაზება დაბლოკა. [GerardRomero]

16:31 | რიკი პუჩმა შეთავაზებები "გრანადასაგან" და ერედივიზიონის კლუბისგან მიიღო, თუმცა მას წასვლა არ სურს.

16:47 | აგენტი, ჟორჟე მენდეში დიდი მონდომებით ცდილობს, რომ "ბარსელონასა" და "ატლეტიკოს" შორის ბარტერი განხორციელდეს. საქმე ანტუან გრიზმანს და ჟოაუ ფელიშს ეხებათ. [MD]

16:47 | ჟოაუ ფელიშისა და ანტუან გრიზმანის გაცვლის პროცესი გართულებულია. "ატლეტიკო" ფელიშის სანაცვლოდ თანხის დამატებას მოითხოვს. [RAC1]

16:52 | დიეგო სიმეონეს ფელიშისა და გრიზმანის გაცვლა სურს, თუმცა, "ატლეტიკოს" პრეზიდენტი თანხას მოითხოვს. [XaviTorres

17:03 | "ატლეტიკო" მოლაპარაკებებისთვის მზად არის. [Cadena Ser]

17:10 | "ატლეტიკო" მოლაპარაკებებისათვის კი მზად არის, თუმცა საქმე ანტუან გრიზმანის ტრანსფერს ეხება და, არა - ფელიშისას. [ Reshadrahman]

17:25 | რეი მანაი "სპეციაში" იჯარის წესით გადადის. ყველა დოკუმენტი უკვე ხელმოწერილი და გამზადებულია. [Fabrizio romano].

17:30 | "ბარსელონა" და "ატლეტიკო" ჟოაუ ფელიშისა და ანტუან გრიზმანის ბარტერის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო. თუმცა, მხარეებს ესმით, რომ ყველაფრის მოგვარება დღის ბოლომდე ძალიან რთული იქნება. [moillorens]

17:35 | ჟორჟე მენდეში ახლა მოლაპარაკებების პროცესის დასრულებაზე მუშაობს. "ბარსა" და "ატლეტიკო" მოლაპარაკებებს განაგრძობენ. [ESPN]

18:40 | ლისაბონის "სპორტინგი" ნუნუ მენდეშის გაყიდვას დათანახმდა - 19 წლის ფეხბურთელის აგენტი, მიგელ პინიო მოლაპარაკებებს რამდენიმე კლუბთან აწარმოებს, მათ შორის, "ბარსელონასთანაც". [pedromsepulveda]

18:57 | "ბარსელონასა" და საულ ნიგესს შორის არაფერი ხდება. ერთადერთი კლუბი, რომელსაც მისი იჯარით აყვანა სურს (გამოსყიდვის უფლებით), "ჩელსია". ესპანელს "ატლეტიკოდან" წასვლა სურს - მოლაპარაკებები გრძელდება. [fabrizioromano]

18:58 | "ატლეტიკოს" გრიზმანის იჯარით აყვანა სურს, თუმცა, ამ მომენტისთვის, მადრიდელები ჟოაუ ფელიშის გარიგებაში ჩართვას არ აპირებენ. [md]

19:32 | "ატლეტიკო" ყოველთვის ერთ პოზიციას იკავებდა - მადრიდულ კლუბს არ სურს, რომ ფელიშმა კლუბი ახლა დატოვოს. [fabrizioromano]

✅19:33 | სერია A-მ რეი მანაის ტრანსფერი დაადასტურა.

19:37 | ანტუან გრიზმანის გარემოცვა ადასტურებს, რომ ფეხბურთელის "ატლეტიკოში" დაბრუნება გამორიცხული არ არის. [RMCSport]

19:38 | "ატლეტიკო" და "ბარსელონა" გრიზმანის თაობაზე მოლაპარაკებებს აგრძელებენ. ჟოაუ ფელიშის გარიგებაში ჩართვა არ განიხილება. [RMCSport]

19:43 | გრიზმანის თაობაზე მოლაპარაკებები სწრაფად პროგრესირებს. საუბარია, 50 მილიონი ევროს გადახდაზე. იმ შემთხვევაში, თუ "ატლეტიკო" ამას არ დათანხმდება, "ბარსა" ფეხბურთელს იჯარის წესით გაუშვებს. [L'Equipe]

19:59 | "ბარსელონამ" "ლაიფციგს" დანი ოლმოს სანაცვლოდ 75 მილიონი ევრო შესთავაზა - მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია - ფეხბურთელი კატალონიურ კლუბთან ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს. [MD]

20:09 | "ბარსელონასა" და "ატლეტიკოს" შორის მოლაპარაკებები დასრულებულია. მადრიდელებს გრიზმანის იჯარით აყვანა არ სურთ. [mattemoretto]

20:13 | "ბარსამ" ოლმოს დაუკავშირდა, თუმცა "ლაიფციგს" კლუბისაგან ოფიციალური შეთავაზება ამ დრომდე არ მიუღია. მოთამაშე 100%-ით გერმანიაში დარჩება. [SkySports]

✅ 20:15 | ოფიციალურად, ილაიშ მორიბა "ლაიფციგში" გადაბარგდა.

❌20:16 | "ბარსელონას" დანი ოლმოს შეძენის შანსი აღარ აქვს. "ლაიფციგი" დანის თაობაზე შეთავაზებების განხილვას არ აპირებს. [Fabrizioromano]

20:28 | გრიზმანი მზადაა, რომ "ატლეტიკოში" დაბრუნდეს. ფრანგი მადრიდული კლუბისაგან შემოთავაზებას ელოდება. [Sport]

20:54 | "ატლეტიკო" ამჟამად გრიზმანის ტრანსფერთან დაკავშირებით ფინანსებს სწავლობს. [Goal]

21:00 | "ბარსელონამ" რეი მანაის წასვლა დაადასტურა.

21:12 | "ბარსელონას" კავანის გადაბირების იმედი კვლავ აქვს [gerardromero]

21:22 | დიდიე დეშამი (საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი):"ანტუან გრიზმანისა და კილიან მბაპეს მომავალი რამდენიმე საათში გაირკვევა, თუმცა მგონია, რომ ყველაფერი ახლაც ვიცით".

✅21:30 | ოფიციალურად: ემერსონი "ტოტენჰემში" ითამაშებს.

21:38 | "დანი ოლმოს გარემოცვამ მითხრა, რომ "ბარსელონას მისთვის დღეს შეთავაზებით არ მოუმართავს. [Aguilar]

21:46 | "ბარსელონა" სევილიასთან მოლაპარაკებებს ლუკ დე იონგის თაობაზე აწარმოებს. გარიგებაში მირალემ პიანიჩის ჩართვაც განიხილება. [Sport]

❌ 21:48 | "ბორუსიას" ოსკარ მინგესას იჯარით აყვანა სურდა, თუმცა, რონალდ კუმანმა მის გაშვებაზე უარი განაცხადა. [RadioCat]

22:10 | ალექს კოლიადო "ბარსელონას" ტოვებს და "შეფილდ იუნაიტედში" გადადის,. [fabrizio romano]

22:29 | გრიზმანის "ატლეტიკოში" ტრანსფერი გარდაუვალია. კლუბები ხელშეკრულებისათვის სწორი ფორმულის შემუშავებაზე მუშაობენ. [Sky]

22:47 | ფაბრიციო რომანო "ბარსელონას" ლუკ დე იონგის მიმართ ინტერესს ადასტურებს.

❗️22:51 | "ბარსელონამ" ლუკ დე იონგთან პერსონალური პირობები შეათანხმა. მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს. [fabrizioromano]

22:59 | "ბარსასა" და "ატლეტიკოს" შორის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს - დიდი ალბატობით, გრიზმანი მადრიდულ კლუბში იჯარით დაბრუნდება (გამოსყიდვის უფლებით). [fabrizioromano]

23:07 | 3 საათი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე: გრიზმანი "ატლეტიკოს" უახლოვდება, ლუკ დე იონგი კი - "ბარსელონას". [albert_roge]

23:10 | გრიზმანის გამოსყიდვის ვალდებულების პუნქტი დადასტურებული არ არის. "ატლეტიკო" მის ყიდვას ცდილობს, თუმცა გადაწყვეტილი არაფერია. [MatteMoretto]

23:23 | "ბარსელონა" და "ატლეტიკო" შეთანხმებას უახლოვდებიან - გრიზმანი "როხიბლანკოში" იჯარით გადავა, სეზონის ბოლოს კი კლუბს მისი გამოსყიდვის უფლება ექნება. [RMCsport]

23:25 | სრული შეთანხმება "ბარსასა" და "ატლეტიკოს" შორის - მხარეები ბოლო დეტალებს აგვარებენ. ამასთან, კატალონიელები ლუკ დე იონგთან მოლაპარაკებებს წარმატებით აწარმოებენ. [fabrizioromano]

✅23:29 | ოფიციალურად: "ბარსელონამ" "ერკულესიდან" 19 წლის ფეხბურთელი, აბდესამად ეზალზული გადაიბირა - კლუბმა მისი გამოსასყიდი თანხა გადაიხადა. მაროკოელი 2024+2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, მისი გამოსასყიდი კი 200 მილიონი ევრო იქნება.

❗️23:30 | გრიზმანი "ატლეტიკოში" გადადის - ყველაფერი შეთანხმებულია [lequipe]

❗️23:50 | "ბარსა" ლუკ დე იონგის გარდა მოლაპარაკებებს სხვა ფეხბურთელთანაც აწარმოებს. [ESPN]

🚨🚨🚨 00:08| ანტუან გრიზმანი ატლეტიკოს შეუერთდა. იჯარა 2022 წლის ზაფზულამდე იქნება გათვლილი. [fabrizioromano]

00:18 |"ის ფაქტი, რომ ბარსა გრიზმანს ატლეტიკოში უშვებს და მას იაფფასიანი ლუკ დე იონგით ანაცვლებს მაფიქრებინებს, რომ კლუბი მომავალ ზაფხულს ერლინგ ჰოლანდის შეძენას შეეცდება" [Albertroge].

00:24 | გრიზმანის "ატლეტიკოში" დაბრუნების თემა თვეებია მუშავდება. [RMCsport]

🚨🚨🚨00:40 | ლუკ დე იონგის გაოფიციალურება დროის საქმეა. [fabrizio romano]

00:42 | ლუკ დე იონგი ბარსელონას ბოლო შენაძენი იქნება. კლუბი მეტს არავის დაიმატებს. [moillorenes]

00:50 | "სევილიას" ლუკ დეი ონგის იჯარაში თანხის აღება სურს. [ESPN]

01:15 | "სევილია" ლუკ დე იონგის ტრანსფერიდან 1-2 მილიონ ევროს მიიღებს. [cope]

🚨🚨🚨01:33 | ანტუან გრიზმანის "ატლეტიკოში" ტრანსფერი საფრთხეშია. ყველაფერი საულის "ჩელსიში" გადაბარგებაზეა დამოკიდებული, რაც გარკვეულ პრობლემებს შექმნის. [Rac1].

01:35 | ლუკ დე იონგის მიმართ ინტერესს მხოლოდ რონალდ კუმანი იჩენდა. "ბარსას" დირექტორები ნიდერლანდელის შეძენის წინააღმდეგი იყვნენ. თუმცა, დღეს კლუბმა მოლაპარაკებები მაინც დაიწყო. [ESPN]

❗️❗️❗️ 01:39 | "ბარსელონას" ორივე გარიგება ჩაშლის პირასაა. [gerardromero]

01:41 | "ბარსელონასთან დაახლოებული პირებისაგან ვიცი, რომ გრიზმანის ოპერაცია დასრულებული ჯერ არ არის" - SER-ის ჟურნალისტი. [Adria Betis]

01:44 | "ბარსელონას" გარემოცვას ვკითხე, ოპტიმისტურად იყვნენ თუ არა განწყობილი გრიზმანის პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშიებით და პასუხად მივიღე: "არა". -SER-ის ჟურნალისტი. [Adria Betis]

❗️❗️❗️01:48 | "ვიმეორებ, ტრანსფერების თაობაზე დასტური გაცემულია "ჩელსისგანაც", "ატლეტიკოსგანაც" და "ბარსასგანაც". მოსაგვარებელი მხოლოდ ქაღალდები დარჩა, რაც უბრალოდ დროის საქმეა"  - [fabrizioromano]

02:00 | ოფიციალურად: ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა!

02:03 | ლა ლიგის ოფიციალური ვებგვერდი გაითიშა.

02:04 | "ბარსელონას" დირექტორები ჯერაც ოფისში არიან. 

02:11 | "ჩელსის" საულის შესაძენად დრო კიდევ აქვს, თუმცა, სატრანსფერო ფანჯარა ანტუან გრიზმანისა და "ატლეტიკოსათვის" დახურულია. ფრანგი ფეხბურთელი "ბარსელონაში" დარჩება. შესაბამისად,, კატალონიელები ლუკ დე იონგის ტრანსფერსაც ვერ განახორციელებენ.

02:26 | ფაბრიციო რომანო: საულის "ჩელსიში" ტრანსფერი დასრულდა. "ბარსელონას" ანტუან გრიზმანისა და ლუკ დე იონგის ტრანსფერების დასასრულებლად 20 წუთი მისცეს. ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა.

02:36 | ლა ლიგამ გრიზმანის ტრანსფერის დოკუმენტაცია დაადასტურა.

02:46 | "ჩელსიმ" საულის ტრანსფერი დაადასტურა. ველოდებით გრიზმანისა და დე იონგის ტრანსფერების გაოფიციალურებას.

03:05 | ლა ლიგამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გრიზმანისა და დე იონგის ტრანსფერების დოკუმენტაცია დროულად წარუდგინეს. ახლა ამ დოკუმენტაციის შესწავლის დროა.

03:25 | ოფიციალურად: ანტუან გრიზმანი "ატლეტიკოში" დაბრუნდა.

04:58 | ლა ლიგა ლუკ დე იონგის ტრანსფერის დოკუმენტაციას ჯერ კიდევ სწავლობს. ტრანსფერი ჯერ ოფიციალურად დადასტურებული არაა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 243 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Vito Kharshiladze
    სტუმარი [?]
    #23 31 აგვისტო 2021 18:42
    1
    1საათია არაფერი დაწერილა
    კულე
    სტუმარი [?]
    #22 31 აგვისტო 2021 18:37
    0
    ჰოლანდი კიდე დორტმუნდᲨი Თუ დარᲩა უეᲭველია რომ მერე ბაიერნᲨი გადავა. ლევანა წავა Შემდეგ სეზონᲨი ვფიქრობ და ჰოლანდს მიიყვანენ.
    Culé [?]
    #21 31 აგვისტო 2021 18:26
    0
    ციტატა: CHEPE
    ამას რენატო სანჩესი მირჩევნია მე პირადად თან ნაკლები ღირს და ფულიც აქვთ ეგება მოაფიქრდეთ ამ ბოლო პერიოდში

    რენატო ცენტალური ნახმცველია და თან რაც ფატის მოუვიდა იგივე დაემართა მაგასაც ეხლახან
    საიტის ლეგენდა  [?]
    #20 31 აგვისტო 2021 18:21
    4
    ოჰ სერიოზული პერეგავორები მიდის დედა შვილს არაიყვანს ხელში laughing ვერცერთი გარგიბა ვერ შედგა confused
    საიტის ლეგენდა  [?]
    #19 31 აგვისტო 2021 18:18
    0
    ციტატა: zecterr
    ციტატა: La Pulga10
    ციტატა: zecterr
    ციტატა: La Pulga10
    ციტატა: zecterr
    სანამ კუმანია და ამოჩემებულ ფეხბურთელებს აძლევს მარტო შანსს არაფერი გვეშველება .
    რისი იმედი გვაქვს? პედრის? თუ დეპაის? მესის აჩერებდნენ და დეპაი ვინაა მაგასთან შედარებით . სანამ ეს კუმანია მთავარი მწვრთვნ3ლი არაფერი ეშველება გუნდ დაჟე ვერც ხავი უშველის გუნდს . გუნდს ჭირდება გამოცდილი ძლიერი ტიპი მაგალითად კლოპი ტენ ჰააგი და სხვა.

    დამწნილდა ჩავი.თუ მოსვლაა ჩავი უნდა მოვიდეს.

    რევაზ ძოძუაშვილის ჩავაბაროთ მაშინ 😄

    მე ჩავიბარებ ჰა

    წარმატებები ორშაბათიდან საქმეს შეუდექი

    ხისთავას ვეღარ ვაჯობებ?
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    ფანი [?]
    #18 31 აგვისტო 2021 18:09
    0
    ციტატა: La Pulga10
    ციტატა: zecterr
    ციტატა: La Pulga10
    ციტატა: zecterr
    სანამ კუმანია და ამოჩემებულ ფეხბურთელებს აძლევს მარტო შანსს არაფერი გვეშველება .
    რისი იმედი გვაქვს? პედრის? თუ დეპაის? მესის აჩერებდნენ და დეპაი ვინაა მაგასთან შედარებით . სანამ ეს კუმანია მთავარი მწვრთვნ3ლი არაფერი ეშველება გუნდ დაჟე ვერც ხავი უშველის გუნდს . გუნდს ჭირდება გამოცდილი ძლიერი ტიპი მაგალითად კლოპი ტენ ჰააგი და სხვა.

    დამწნილდა ჩავი.თუ მოსვლაა ჩავი უნდა მოვიდეს.

    რევაზ ძოძუაშვილის ჩავაბაროთ მაშინ 😄

    მე ჩავიბარებ ჰა

    წარმატებები ორშაბათიდან საქმეს შეუდექი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #17 31 აგვისტო 2021 18:07
    0
    ციტატა: zecterr
    ციტატა: La Pulga10
    ციტატა: zecterr
    სანამ კუმანია და ამოჩემებულ ფეხბურთელებს აძლევს მარტო შანსს არაფერი გვეშველება .
    რისი იმედი გვაქვს? პედრის? თუ დეპაის? მესის აჩერებდნენ და დეპაი ვინაა მაგასთან შედარებით . სანამ ეს კუმანია მთავარი მწვრთვნ3ლი არაფერი ეშველება გუნდ დაჟე ვერც ხავი უშველის გუნდს . გუნდს ჭირდება გამოცდილი ძლიერი ტიპი მაგალითად კლოპი ტენ ჰააგი და სხვა.

    დამწნილდა ჩავი.თუ მოსვლაა ჩავი უნდა მოვიდეს.

    რევაზ ძოძუაშვილის ჩავაბაროთ მაშინ 😄

    მე ჩავიბარებ ჰა
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    ფანი [?]
    #16 31 აგვისტო 2021 18:02
    1
    ციტატა: La Pulga10
    ციტატა: zecterr
    სანამ კუმანია და ამოჩემებულ ფეხბურთელებს აძლევს მარტო შანსს არაფერი გვეშველება .
    რისი იმედი გვაქვს? პედრის? თუ დეპაის? მესის აჩერებდნენ და დეპაი ვინაა მაგასთან შედარებით . სანამ ეს კუმანია მთავარი მწვრთვნ3ლი არაფერი ეშველება გუნდ დაჟე ვერც ხავი უშველის გუნდს . გუნდს ჭირდება გამოცდილი ძლიერი ტიპი მაგალითად კლოპი ტენ ჰააგი და სხვა.

    დამწნილდა ჩავი.თუ მოსვლაა ჩავი უნდა მოვიდეს.

    რევაზ ძოძუაშვილის ჩავაბაროთ მაშინ 😄
    საიტის ლეგენდა  [?]
    #15 31 აგვისტო 2021 17:57
    0
    ციტატა: zecterr
    სანამ კუმანია და ამოჩემებულ ფეხბურთელებს აძლევს მარტო შანსს არაფერი გვეშველება .
    რისი იმედი გვაქვს? პედრის? თუ დეპაის? მესის აჩერებდნენ და დეპაი ვინაა მაგასთან შედარებით . სანამ ეს კუმანია მთავარი მწვრთვნ3ლი არაფერი ეშველება გუნდ დაჟე ვერც ხავი უშველის გუნდს . გუნდს ჭირდება გამოცდილი ძლიერი ტიპი მაგალითად კლოპი ტენ ჰააგი და სხვა.

    დამწნილდა ჩავი.თუ მოსვლაა ჩავი უნდა მოვიდეს.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    ფანი [?]
    #14 31 აგვისტო 2021 17:46
    2
    სანამ კუმანია და ამოჩემებულ ფეხბურთელებს აძლევს მარტო შანსს არაფერი გვეშველება .
    რისი იმედი გვაქვს? პედრის? თუ დეპაის? მესის აჩერებდნენ და დეპაი ვინაა მაგასთან შედარებით . სანამ ეს კუმანია მთავარი მწვრთვნ3ლი არაფერი ეშველება გუნდ დაჟე ვერც ხავი უშველის გუნდს . გუნდს ჭირდება გამოცდილი ძლიერი ტიპი მაგალითად კლოპი ტენ ჰააგი და სხვა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #13 31 აგვისტო 2021 17:45
    0
    15:45 | უკანასკნელ დღეებში "ბარსელონა" მაურო იკარდის გარემოცვას დაუკავშირდება, თუმცა, გარიგება ვერ შედგა. [Mercato]
    ეს წინადადება როგორ გავიგოთ? იკარდის გარემოცვას დაუკავშირდება და მერე წერთ, რომ გარიგება ვერ შედგა? ანუ ჯერ არ დაკავშირებია და გარიგება უკვე არ შედგა?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 31 აგვისტო 2021 17:36
    0
    ოპა ოპა დღის ბოლომდე თუ მოასწრეს ძაან გაასწორებს,თუ არადა ზამთარში მოვიდეს.ჟოაო თავიდანვე შეცდა ატლეტიკოში,რომ გადავიდა.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Maradona
    სტუმარი [?]
    #11 31 აგვისტო 2021 17:34
    2
    ჯერ არამგონია შედგეს ტრანსფერი და თუ შედგა ხო ვიცი შეგხვდება და გთხრის გოლს, როგორც ხდება ხოლმე და სულ შეგვაძულებს თავს.
    kendricklamar
    სტუმარი [?]
    #10 31 აგვისტო 2021 17:27
    2
    სულ 50 მილიონი რომ მოითხოვონ მაინც უნდა დაუმატონ ასე უკეთესი იქნება გრიზმანისთვისაც და ფელიშისთვისაც..
    ორივე აცდენილია თავისი პროფილის გუნდს და ორივე დროს კარგავს უბრალოდ..
    არ ეღირსა გრიზმანს გახსნა სამწუხაროდ.. არადა რა მაგარი ფეხბურთელია თუ სულელი არ ხარ დაინახავ უბრალოდ ასე მოხდაა
    რედაქტორი [?]
    #9 31 აგვისტო 2021 17:20
    1
    მე პირადად წელს არაფრის იმედი არ მაქვს,... ნერვებს მაინც დავზოგავ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 31 აგვისტო 2021 17:15
    1
    35-45 მლნ ხო აიღეს დაუმატონ 15-20 მონ ბონუსებით და ეგაა რა.21 წლის ფელიში არ ჯობია 30 წლის გრიზმანს,რომელმაც ვერა და ვერ დაიწყო ფეხბურთის თამაში.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    ფანი [?]
    #7 31 აგვისტო 2021 17:14
    2
    ციტატა: Barca for life
    რამდენი ვინმე გავუშვით წელს და ფაქტობრივად კაპიკი არ გადაგვიხდია არავისში და რა ნამუსით უნდა თქვა ფული არააო, აბა ის ფულები სად წავიდა ფირპოებში და ტრინკაუებში რომ ავიღეთ, იქეთ ალენია, მორიბებში.
    დაუმატეთი 20ლიმონი და გამოუშვებენ თავისუფლად.
    არა რო თქვა ის თანხები ვიღაცების ხელფასებს შეეწირაო კაი მარა სულ ცინცხლად ავიღეთ წეხან მორიბაში და ემერსონში 40 მილიონამდე და ეგეც სამომავლოდ უნდა მოხმარდეს იმ ხელფასებს თუ როგორაა ახლა საქმე?!

    რავიცი, 1.2 მილიარდი ვალის გასტუმრებას ალენიას და მორიბას გაყიდვით თუ აპირებ, ჯერ ჩემ ბედკრულ სამშობლოს მიხედო იქნებ და მერე ბარსელონასაც შეაშველე ხელი
    გულშემატკივარი [?]
    #6 31 აგვისტო 2021 17:14
    1
    ჩაიძირება ისედაც მოტივტივე ბარსა...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 31 აგვისტო 2021 17:04
    1
    სკამს ხეხავს ეგ ფელიში და ფაფხურობა მაგან რომ იცის ეგეთი უნდა და მაგაში კიდე თანხა უნდა დაუმატოთ სასაცილოაა...ნაკრებშიც კი სკამზე გდია და გეროზმანი რაც არის ამ ევეოპაზეც გამოჩდა.ამ ხისთავა კუმანს კიდე ფელიში უნდა
    DE PE FA
    სტუმარი [?]
    #4 31 აგვისტო 2021 16:57
    2
    ციტატა: M10 S9 D11
    ვაიმე ნეტა გამოვიდეს გრიზმანი ფელიშის ბარტერი როგორ ვნანობ რო ვიძახდი გრიზმანის საულში გაცვლა სისულელეათქო

    მე კი რამის ჩამომახრჩეს გრიზმანის გამო რადგან ფრანგია მიტო არ გევასებაო თორე საჭირო კაციაო😁ვიდეო რო ჩაწერა და დაგვცინა აი მაგის მერე რა ნამუსით მოიყვანეს.თუმცა ბოლო წლებში ბარსა და და სინდის ნამუსი მოიკოჭლებენ