"ბარსელონა" ფიფას გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს

"ბარსელონა" ფიფას გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს

როგორც ცნობილია, კატალონიური გრანდის ხელმძღვანელობა ფიფას გადაწყვეტილებასთან შეგუებას არ აპირებს.

მოგეხსენებათ, დღეს ფიფას ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ 2009-2013 წლების განმავლობაში ათ 18-წლამდელ ფეხბურთელთან ხელშეკრულებების წესების დაუცველად გაფორმების გამო, უახლოესი ორი სატრანსფერო ფანჯრის დროს, "ბარსელონა" ტრანსფერების განხორციელებას ვერ შეძლებს.

AS-ის თანახმად, "ბლაუგრანა" ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებლად უკვე ემზადება და ისინი თავიანთ უფლებებს სასამართლოში დაიცავენ.

"სიმშვიდეს ვინარჩუნებთ. მომდევნო 90 დღის განმავლობაში ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება გვაქვს. ჩვენ გავნმარტავთ, თუ რატომ გავაფორმეთ კონტრაქები ამ ფეხბურთელებთან", - ნათქვამია კატალონიელთა განცხადებაში.

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 73 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.