სანჩესი: „ბარსელონა“ ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს“
"ლუჯრ-ბროწეულისფერების" ჩილელმა თავდამსხმელმა, ალექსის სანჩესმა, ლა ლიგის 32-ე ტურის, "ბეტისის" (3-1) წინააღმდეგ ჩატარებული მატჩი შეაჯამა.
"ჩვენ გვჭირდებოდა სამი ქულა იმისათვის, რათა გაგვეგრძელებინა ლა ლიგის ტიტულისათვის ბრძოლა, რადგან ლიდერმა თავისი თამაში მოიგო. შეუძლებელი იყო მარცხი: წინ ყოველთვის ნაკლები მატჩები რჩება, ყველა შეცდომა შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ყველა რესურსის მობილიზება გამარჯვებისათვის, როგორც "ბარსელონამ" ამ შემთხვევაში გააკეთა.
უხეში ჯარიმა ჩემს წინააღმდეგ? მე რამდენიმე ფეხბურთელის გარშემო ვიყავი, მოწინაარმდეგეები ბურთს ვერ მართმევდნენ და ფეხებში დარტყმა მივიღე. მსაჯმა ამ ეპიზოდში სწორი გადაწყვეტილება მიიღო." - განაცხადა ალექსის სანჩესმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 21 ]