სამეფო თასის ფინალს მატეუ ლაოსი განსჯის

სამეფო თასის ფინალს მატეუ ლაოსი განსჯის

დღეს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ (RFEF) დაასახელა იმ მსაჯის ვინაობა, რომელიც სამეფო თასის ფინალს 16 აპრილს "მესტალიაზე" განსჯის. ეს ვალენსიელი მატეუ ლაოსია.

აღნიშნული მატჩი მისთვის კარიერაში პირველი სამეფო თასის ფინალი იქნება და მეორე "ელ კლასიკო". პირველად მან "ბარსელონასა" და "რეალს" შორის დაპირისპირებაში 2012 წელს იმსაჯა, როდესაც ესპანეთის სუპერთასის განმეორებით მატჩში "ბარსა" 2-1 დამარცხდა.

ეს ინფორმაცია "ბარსელონასთვის" მაინცდამაინც სასიხარულო არუნდა იყოს, რადგან მატეუ ლაოსი აგრესიული ფეხბუთის შემწყნარებელი მსაჯის სახელითაა ცნობილი, რაც რეალური  მიზეზია იმისა, რომ მან აღნიშნული დიდი მატჩი გააფუჭოს. თუმცა იმედი გვქონდეს, რომ თამაშის განმავლობაში ის შეუმჩნეველი იქნება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 21 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.