კრუიფი: "ეს არ არის ჩემი "ბარსა"

კრუიფი: "ეს არ არის ჩემი "ბარსა"

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების, "ბარსელონასა" და ზოგადად მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ იოჰან კრუიფმა, "ბარსელონაში" ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე კომენტარი გააკეთა. მან "ატლეტიკოსთან" მარცხის შემდეგ გუნდის დირექტორთა საბჭო გააკრიტიკა. მისი თქმით მწვრთნელი ამ მარცხში არაფერ შუაშია, რადგან მას გადაწყვეტილებების მიღებისთის შეზღუდული შესაძლებლობები გააჩნდა: "თქვენ არ უნდა დაადანაშაულოთ ის (ტატა), რადგან ის ყველაფერს აკეთებს რაც შეუძლია, მაგრამ იცოდეთ, რომ გუნდის გაწვრთნა ძალიან რთულია, როცა ამის ნებას არ გაძლევენ".

"გასახდელ ოთახში მწვრთნელის გარდა გადაწყვეტილებები არავინ არუნდა მიიღოს, მაგრამ ბოლო ოთხი წელია რაც "ბარსაში" ასე აღარ ხდება. მათ ადრეც გაყიდეს ის ფეხბურთელი, რომელიც გვარდიოლას სურდა (ჩიგრინსკი)." განაცხადა ჰოლანდიელმა მანამდე სანამ იტყოდა: "ეს არ არის ჩემი "ბარსა".

კრუიფი აანალიზებს იმ ფაქტს, რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა, ამ ფაქტის გამო კი გულშემატკივრებში იმედგაცრუებას ხედავს, რაზეც მან შემდეგი განცხადება გააკეთა: "მესმის, რომ გულშემატკივრებს სწყინთ ეს ყველაფერი, მაგრამ როდესაც "ბარსამ" მადრიდის "რეალი" დაამარცხა, მათთვის მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი იყო, ხოლო "ატლეტიკოსთან" მარცხის შემდეგ ის ყველაზე ცუდი ფეხბურთელი გახდა. ეს სისულელეა, რატომ დაკარგეს მათ თავიანთი ენთუზიაზმი? მესი შესანიშნავი ფეხბურთელია."

66 წლის ჰოლანდიელმა ყურადღება გაამახვილა ნეიმარზეც, რომელიც მცირე ასაკის მიუხედავად, საკმაოდ დიდ ხელფასს იღებს. "ერთხელ ნეიმარზე რაღაც განვაცხადე, ამის შემდეგ კი პრესას ჰგონია, რომ მე ნეიმარის კრიტიკოსი ვარ. ნეიმარი ყველაზე მეტად დაზარალდა იმ ყველაფრის შემდეგ რაც მოხდა, მე მას არ ვადანაშაულებ, ის არის მსხვერპლი მისი მწვრთნელის, ფულის და კლუბის."

"პრობლემები ოთხი წლის წინ დაიწყო და ახლა ყველაფერი უარესადაა. მათი გადაჭრის გზები??? საუკეთსო ვარიანტი არჩევნებია."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 44 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.