„მილანი“, „ნაპოლი“ და „ლივერპული“ ტელიოთი ინტერესდებიან
"ბარსელონას" თავდამსხმელის, კრისტიან ტელიოს მსურველთა რიცხვი თანდათან იზრდება. კრისტიანის მომსახურებით დაინტერესებულია რამდენიმე ევროპული კლუბი, იტყობინება ესპანური პრესა.
ეს კლუბები არიან "მილანი", "ნაპოლი" და "ლივერპული". ინგლისური კლუბი უკვე დიდი ხანია ინტერესდება ახალგაზრდა ფეხბურთელით და ახლა ტელიოსა და მისი აგენტის პასუხს ელოდება. ფეხბურთელს კატალონიურ კლუბში არ აქვს სათამაშო პრაქტიკა, "ბარსელონა" კი იმედოვნებს, რომ ახალგაზრდა ესპანელის სანაცვლოდ დაახლოებით 10 მილიონ ევროს მიიღებს.
მიმდინარე სეზონში, ტელიომ ესპანეთის ჩემპიონატის 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ძირითად შემადგენლობაში კი მოედანზე ორ შემთხვევაში გავიდა. მან მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2 3
კომენტარები [ 47 ]