ნეიმარის მამას ბრალს ბილეთების შავ ბაზარზე გაყიდვაში სდებენ
ნეიმარის მამა, შესაძლოა, მორიგ სკანდალში გაეხვეს. ბრაზილიური პრესის ცნობით, ადგილობრივი პოლიცია მსოფლიო ჩემპიონატის თამაშების ბილეთების შავ ბაზარზე გაყიდვის საკითხს იძიებს და საქმეში ნეიმარის მამაც ფიგურირებს.
ბილეთების გაყიდვის საქმეზე უკვე დაკავებულია 10 ადამიანი. არაა გამორიცხული, საქმე ფართომასშტაბიან სკანდალთან გვქონდეს, რადგან ბრაზილიურ პრესაში ისეთმა სახელებმა გაიჟღერა, როგოიცაა დუნგა, ჟუნიორ ბაიანო, კარლოს ალბერტო, რობერტო დე ასისი (რონალდინიოს ძმა) და ნეიმარის მამა.
გავრცელებულ ინფორმაციას ნეიმარის ოჯახმა დაუყოვნებლივ უპასუხა და შემდეგი განაცხადება გააკეთა: "დავიღალეთ იმ ჭორების გაცნობით, რომლებიც აბსოლუტური ტყუილია და რომელთა მიზანიც გაზეთების გაყიდვაა. ეს გაზეთი უკვე ყოველგვარ ზღვარს გადავიდა."
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 24 ]