ნეიმარი საავადმყოფოშია

ნეიმარი საავადმყოფოშია

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ნეიმარმა, მსოფლიო ჩემპიონატის 1/4-ფინალის მატჩში კოლუმბიის წინააღმდეგ, სერიოზული ტრავმა მიიღო.

"ბარსელონას" ფეხბურთელმა ვერ შეძლო თამაშის გაგრძელება ხუან სუნიგასთან შეჯახების შემდეგ. ზურგის ტრავმის გამო, ბრაზილიელს ფეხზე წამოდგომა და გადაადგილება გაუჭირდა, რის გამოც მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.

როგორც Sport იტყობინება, ნეიმარი უკვე ქალაქ ფორტალეზას საავადმყოფოში იმყოფება. მისი მდგომარეობა და ტრავმის სიმძიმე, ჯერჯერობით, უცნობია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 38 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.