მასკერანომ ხელი მოაწერა ახალ კონტრაქტს
მასკერანომ ხელო მოაწერა ახალ კონტრაქტს. ის "ბარსელონაში" 2018 წლის 30 ივნისამდე დარჩება. ხელშეკრულებაში არის პუნქტი, რომლის მიხედვით კონტრაქტის კიდევ 1 წლით გახანგრძლივება შეიძლება. გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევროა. გარიგებაზე მოლაპარაკება და შეთანხმება მსოფლიო ჩემპიონატამდე შედგა.
არგენტინელმა კომენტარი გააკეთა: "მე ამ კლუბის ერთგული კონტაქტის ბოლო დღემდე ვიქნები. იმედია, მოლოდინს გავამართლებ."
"ძალიან ბედნიერი ვარ ამ დიდებულ კლუბში ყოფნით. მიხარია, რომ იმ გუნდის წევრი ვარ, სადაც დიდებული ფეხბურთელები თამაშობენ. იმედი ვიქონიოთ, რომ ამ სეზონში ყველაფერი კარგად დასრულდება. გასული სეზონის შემდეგ, მოუთმენლად ველით ახალს."
პროცესს დაესწრნენ პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ, ვიცე-პრეზიდენტი ხორდი მესტრე და საფეხბურთო დირექტორი ანდონი სუბისარეტა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 44 ]