ტატას წარმატებული დებიუტი და მასკერანოს 90 წუთი

ტატას წარმატებული დებიუტი და მასკერანოს 90 წუთი

"ბარსელონას" ყოფილ მთავარ მწვრთნელს, ხერარდო მარტინოს არგენტინის ნაკრებში დებიუტი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ ჰქონდა. ბრაზილიაში გამართული მუნდიალის ფინალის გამეორებაში არგენტინელებმა გერმანელებზე შური იძიეს.

დიუსელდორფში გამართული შეხვედრის გმირად ანხელ დი მარია იქცა. არგენტინამ ანგარიში 4:0 წაიყვანა, ხოლო "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელმა 3 საგოლე გადაცემა გააკეთა და ერთხელ თავადაც გაიტანა. თამაში, საბოლოოდ, 2:4 დასრულდა.

გერმანიასთან ტრავმის გამო ვერ ითამაშა ლეო მესიმ, ხოლო ხავიერ მასკერანომ მოედანზე 90 წუთი გაატარა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 69 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.