"ბარსას" ფეხბურთელებს მიაჩნიათ, რომ რონალდუს 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ეკუთვნის

"ბარსას" ფეხბურთელებს მიაჩნიათ, რომ რონალდუს 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ეკუთვნის

"ბარსელონას" ფეხბურთელები ფიქრობენ, რომ კრიშტიანუ რონალდუ, "კორდობასთან" მატჩში მომხდარი ინციდენტის გამო, მინიმუმ 4-მატჩიან დისკვალიფიკაციას იმსახურებს. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.

ესპანეთის ჩემპიონატის მე-20 ტურში, "კორდობასა" და "რეალს" შორის გამართული თამაშის მიწურულს, რონალდუმ მეტოქეს განზრახ ჩაარტყა და პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო. ჯერჯერობით, უცნობია, რა სასჯელი ელის პორტუგალიელს.

თუ კატალონიურ პრესას დავუჯერებთ, "ბარსელონას" ფეხბურთელებმა ეპიზოდი ნახეს და ერთხმად განაცხადეს, რომ რონალდუ მინიმუმ 4-მატჩიან დისკვალიფიკაციას იმსახურებს. თუმცა, მათ "დიდი სასწაულის" მოხდენის იმედი მაინც არ აქვთ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 50 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.