ბრაიდა დარმიანსა და პიანიჩს დააკვირდა

ბრაიდა დარმიანსა და პიანიჩს დააკვირდა

"ბარსელონას" სპორტული დირექტორი არიედო ბრაიდა "ტორინოსა" და "რომას" შორის დღეს გამართულ დაპირისპირებას დაესწრო.

როგორც ცნობილია, კატალონიური გუნდი "ტორინოს" მარჯვენა მცველს, მატეო დარმიანსა და "რომას" ნახევარმცველს, მირალემ პიანიჩს აკვირდება. დღეს, ტურინში, ამ ფეხბურთელების გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და ბრაიდამ მათი საქმეში ერთად ხილვის შანსი ხელიდან არ გაუშვა.

თამაში 1:1 დასრულდა. დარმიანმა, რომელიც ამჯერად მარცხენა ფლანგზე ირჯებოდა, სრულად ითამაშა, ხოლო პიანიჩი 84-ე წუთზე შეცვალეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 115 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.