პასტორე: "დასაკარგი არაფერი გვაქვს"
"პარი სენ ჟერმენის" ნახევარმცველი ხავიერ პასტორე, "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის განმეორებითი შეხვედრის წინ, კომენტარს აკეთებს და ლეო მესის აქებს.
"რთული მატჩი იქნება, მაგრამ დასაკარგი არაფერი გავქვს. სახლში წავაგეთ, ახლა კი შემადგენლობაში ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაბრუნდა - იბრაჰიმოვიჩი და ვერატი, რომელთაც შეუძლიათ ხვალინდელი შეხვედრის ბედის გადაწყვეტა. მათზეა აგებული ჩვენი გუნდის თამაში. შევეცდებით, უკეთესად ვითამაშოთ, ვიდრე პირველ მატჩში ვითამაშეთ. ამ სეზონში საგრძნობლად მოვუმატე, რეგულარულად გავდივარ მოედანზე. თავს კარგ ფორმაში ვგრძნობ".
პასტორემ ლიონელ მესიზეც ისაუბრა: "მესი კარგ დონეზე თამაშობს უკვე 6 წელია. მას აქვს დაუჯერებელი სტატისტიკა. ის არგენტინელია და მოხარული ვარ, რომ ჩემს ქვეყანაში ასეთი ფეხბურთელი თამაშობს. თითოეულ სეზონში ის უფრო მეტს იტანს და უკეთესად თამაშობს. მის ბოლო მიღწევა 400 გოლია "ბარსელონაში", ის ყოველთვის ამყარებს რაღაც რეკორდს. ის წარმოუდგენელი ფეხბურთელია. მოხარული ვარ, რომ მასთან მითამაშია. მსურს, მან ასეთივე შემართებით განაგრძოს წინსვლა".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 86 ]