ბლანი იბრაჰიმოვიჩის ფაქტორზე საუბრობს
ფრანგული "პსჟ"–ს მთავარი მწვრთნელი, ლორან ბლანი საუბრობს ზლატან იბრაჰიმოვიჩსა და ტრავმირებულ ფეხბურთელებზე, რომლებიც დღევანდელ შეხვედრას დააკლდებიან. შეგახსენებთ, რომ დღეს, 22 საათსა და 45 წუთზე კატალონიის "ბარსელონა" პარიზელებთან განმეორებით შეხვედრას ჩაატარებს. აღსანიშნავია, რომ "ლურჯ–ბროწეულისფერებს" პირველი შეხვედრა გასვლაზე 1:3 აქვთ მოგებული.
"ტიაგო მოტა და ტიაგო სილვა არ გახლავთ ფიზიკურად მზად ამ შეხვედრისთვის. მათი არ ყოფნა არაფრით არ უკავშირდება წინა შეხვედრაში ნაჩვენებ ანგარიშს".
"დავიდ ლუისზე მეტს ვერაფერს ვიტყვი. ის უბრალოდ არ იყო მზად, რომ 80 წუთი ეასპარეზა პირველ თამაშში".
"იბრაჰიმოვიჩი ყოველდღე ვარჯიშობდა, ის შესანიშნავ ფორმაშია. მე ვხედავ წინა წლების ზლატანს. მას შეუძლია ასეთი მატჩების ბედი გადაწყვიტოს, ის გაიბრწყინებს, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დაგვეხმარება". აცხადებს ლორან ბლანი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 38 ]