აღდგენითი ვარჯიში ლიგის 1/2-ფინალში გასვლის შემდეგ

აღდგენითი ვარჯიში ლიგის 1/2-ფინალში გასვლის შემდეგ

დღეს დილით, "ბარსელონას" პირველმა გუნდმა "პარი სენ ჟერმენთან" მოგებისა (2:0) და ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში გასვლის შემდეგ აღდგენითი სავარჯიშო სესია გამართა. ლუის ენრიკეს ფეხბურთელებმა ტიტო ვილანოვას სახელობის სავარჯიშო მოედანზე ივარჯიშეს.

ვარჯიშში მონაწილეობა მიიღო ვერმალენმა. პირველი გუნდის ფეხბურთელებთან ერთად იმყოფებოდნენ "ბარსა ბ"-ს მოთამაშეებიც: კამარა, სამპერი, გუმბაუ, სანდრო და მუნირი.

გუნდი ხუთშაბათს დაისვენებს და "ესპანიოლთან" მატჩისთვის მზადებას პარასკევს დაიწყებს.

სურათები

[media=http://www.youtube.com/watch?v=yPPdt2lnv7s]

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 26 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.