მასკერანო "ბარსელონას" ახალი რეკორდსმენია
"ბარსელონას" არგენტინელი უნივერსალი ხავიერ მასკერანო კატალონიური კლუბის ახალი რეკორდსმენი გახდა. მას "ბარსას" რიგებში ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული ისე, რომ გოლი არ გაუტანია. რა თქმა უნდა, საუბარი არაა მეკარეებზე.
რეკორდსმენი, აქამდე, მიკაელ რაიციგერი იყო. ჰოლანდიელმა მცველმა, 1997-2004 წლებში, "ბარსელონას" მაისურით 254 თამაში ჩაატარა ისე, რომ მეტოქის კარში გოლი არ გაუტანია. "ესპანიოლთან" გუშინ გამართული მატჩი კი, მასკერანოსთვის, "ბარსელონას" რიგებში, 255-ე იყო და არგენტინელს თავი კვლავ არ გამოუჩენია.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2 3
კომენტარები [ 42 ]