კარაგერი: "სუარესი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა"
ყოფილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ლუის სუარესზე ისაუბრა.
მოგეხსენებათ, ურუგვაელი თავდამსხმელი ჯეიმი კარაგერთან ერთად "ლივერპულის" ღირსებას 2011-2013 წლებში იცავდა.
მერსესაიდული კლუბის ყოფილი ვიცე-კაპიტანი მიიჩნევს, რომ "ბარსელონაში" გადასვლის შემდეგ სუარესი თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ჩამოყალიბდა.
"ლუისი ყოველთვის ფანტასტიკური მოთამაშე იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც "ბლაუგრანას" ღირსებას იცავს, ის სულ სხვა დონეზე გადავიდა და ამჟამად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესოა", - აცხადებს ჯეიმი კარაგერი.
"რამდენი ექნება გატანილი მიმდინარე სეზონის ბოლოს? დაახლოებით 50".
"ბარსელონას" სამი სუპერ-მოთამაშე ჰყავს. ისინი ეგოისტურად არ თამაშობენ და მუდამ ერთმანეთის დახმარებას ცდილობენ. ამის წყალობით, მათ "ვალენსიას" კარი შვიდჯერ აიღეს. უფრო მეტ ეგოიზმსა და დაუნდობლობას რომ იჩენდნენ, ალბათ ათს ან თორმეტს გაიტანდნენ...", - დაასრულა კარაგერმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 73 ]