ნეიმარი: "რონალდუ "ბარსელონას" ნამდვილად გააძლიერებდა"
"ბარსელონას" ბრზილიელმა თავდამსხმემა, ნეიმარ ჟუნიორმა განაცხადა, რომ "რეალის" პორტუგალიელი თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ "ბარსელონას" გააძლიერებდა. მან, ასევე აღიარა, რომ მწვრთნელებს ხოსეპ გვარდიოლასა და ჟოზე მოურინოს გულშემატკივრობს.
"მე ვუყურებ რონალდუს, ის ნამდვილი ვარსკვლავი და მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. იგი "ბარსელონას" ნამდვილად გააძლიერებდა.
მე, გვარდიოლასა და მოურინიოს სამწვრთნელო ნიჭს ვგულშემატკივრობ. უკვე დიდი ხანია, რაც მათ მუშაობას ვაკვირდები, მაგრამ ახლა ჩემი მწვრთნელი ლუის ენრიკეა და მე "ბარსელონასთვის" ვიბრძვი." – განაცხადა ნეიმარმა A Bola–სთან ინტერვიუში.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 27 ]