"ეიბარი" - "ბარსელონა": ციფრები

"ეიბარი" - "ბარსელონა": ციფრები

კვირას "ბარსელონა" "ეიბარს" ესტუმრა და ანგარიშით 0-4 დაამარცხა მეტოქე. წარმოგიდგენთ შეხვედრაში დაფიქსირებულ საინტერესო ციფრებს:
1. "იპურუაზე" ჩატარებული მატჩის შემდეგ "ბარსელონას" მოთამაშეებმა ლა ლიგაზე ზედიზედ მე-11 შეხვედრაში მოიპოვეს გამარჯვება.
2. "ეიბარის" კარში შესრულებული დუბლის შემდეგ, ლეო მესის 35 ჩატარებულ შეხვედრაში 35 გოლი დაუგროვდა. მიმდინარე წელს არგენტინელმა ფეხბურთელმა 17 მატჩში 22 გოლის გატანა შეძლო და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა.

"ეიბარი" - "ბარსელონა": ციფრები

3. აღსანიშნავია ლეო მესის მეორე გოლი. არგენტინელმა ბურთი მოედნის ცენრში მიიღო მუნისრისგან, 7 წამში მან მოედნის თითქმის ნახევარი დაფარა და შესანიშნავი გოლი გაიტანა.

4. "ეიბარის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში სასტარტო თერთმეტეულში ითამაშა მუნირმა, რომელმაც ნეიმარა ჩაანაცვლა. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა 5 შეხვედრაში 7 გოლის გატანა მოახერხა.
5. "იპურუაზე" გატანილი ბოლო, მეოთხე გოლი ლუის სუარისის ანგარიშზეა. ურუგვაელი ფეხბურთელის ანგარიშზე 26 გოლი (ლა ლიგა, ჯამში 42) და 13 საგოლე გადაცემაა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 21 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ქართველო
    სტუმარი [?]
    #1 7 მარტი 2016 19:45
    1
    ლალიგის ასისტებში ვინ ლიდერობენ დაწერეთ რა, ადრე ხო წერდით ხოლმე