"ბარსა" "ვილიარეალის" ახალგაზრდა მცველს აკვირდება

"ბარსა" "ვილიარეალის" ახალგაზრდა მცველს აკვირდება

ესპანური El Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონამ" თვალი "ვილიარეალის" ახალგაზრდა მცველს, ერიკ ბაის, დაადგა.

22 წლის ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში "ვილიარეალის" სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელია. კატალონიური კლუბის სპორტული დირექტორი რობერტ ფერნანდესი არაერთხელ დაესწრო "ყვითელი წყალქვეშა ნავის" თამაშს, რათა დენის სუარესისთვის ედევნებინა თვალი, თუმცა ფერნანდესი ბაისაც აკვირდებოდა.

"ბარსელონაში" ბაის მარკინიოსზე (პსჟ), ლაპორტისა ("ბილბაო") და ხიმენესზე ("ატლეტიკო") უფრო იაფ ალტერნატივად განიხილავენ.

ერიკ ბაი "ვილიარეალში" 2015 წლის იანვარში "ესპანიოლიდან" 5.7 მილიონ ევროდ გადავიდა. ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა ცნობილი არაა. სატრანსფერო თანხამ, შესაძლოა, 20-25 მილიონი ევრო შეადგინოს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 21 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    murka1993
    სტუმარი [?]
    #1 27 აპრილი 2016 09:44
    1
    Arcise kargi dacvaa xshirad ushvebs shecdomebs

    ციტატა: murka1993
    Arcise kargi dacvaa xshirad ushvebs shecdomebs

    Vaa pirveli var