Barcamania.ge-სა და Fanz.ge-ს ვიქტორინის პირველი გათამაშების შედეგები
Barcamania.ge-სა და Fanz.ge-ს ერთობლივი ვიქტორინის პირველი გამარჯვებულის ვინაობა ცნობილია.
წინა ორშაბათს, ჩვენ საიტზე დაიდო ვიქტორინის კითხვები. სულ 10 კითხვა, რომელთაგან თითოეულს მინიჭებული ჰქონდა ქულა.ც
ათივე კითხვას სწორი პასუხი თერთმეტმა ადამიანმა გასცა. შესაბამისად, ყველა მათგანმა ქულათა მაქსიმუმი დააგროვა.
ვიქტორინის წესების თანახმად, თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა იმ მომხმარებელს ენიჭება, რომელმაც პასუხები ყველაზე ადრე გამოგზავნა. ვიქტორინის პირველი გათამაშების შემთხვევაში, ეს იყო მომხმარებელი ნიკით cruyff9, რომელსაც გამარჯვებას ვულოცავთ. მას Fanz.ge-ს მიერ დაწესებული პრიზი, "ბარსელონას" მაისური გადაეცემა.
სწორი პასუხები დასმულ კითხვებზე:
1. რა პოზიციაზე თამაშობდა "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი ედგარ დავიდსი? - ნახევარდაცვა
2. რომელი მწვრთნელის დროს შედგა კარლეს პუიოლის დებიუტი "ბარსელონას" პირველ გუნდში? - ლუი ვან გაალი
3. რამდენი ევროპის სუპერთასი მოიგო პეპ გვარდიოლამ "ბარსელონას" მწვრთნელობის დროს? – 2
4. რომელი გუნდის კარში შეასრულა ლიონელ მესიმ პირველი ჰეთ თრიქი "ბარსელონას" პირველი გუნდის მაისურით? - რეალი
5. რამდენი ტიტული მოიგო "ბარსელონამ" 1996/97 წლების სეზონში? – 3
6. რომელი ფეხბურთელი შეცვალა ლიონელ მესიმ თავისი ოფიციალური დებიუტის დროს? - დეკუ
7. რამდენჯერ აღიარა World Soccer-მა "ბარსელონა" წლის საუკეთესო კლუბად? – 4
8. რომელ წელს დასახელდა პეპ გვარდიოლა წლის კატალონიელად? – 2009
9. რომელმა მუსიკალურმა ჯგუფმა ჩაატარა კონცერტი 2009 წლის პირველ ივლისის "კამპ ნოუზე"? – U2
10. 1928 წელს, სამხრეთ ამერიკული ტურნეს დროს, რომელ გუნდს მოუგო "ბარსელონამ" პირველი თამაში? - ბოკა ხუნიორსი
იმ მომხმარებელთა ჩამონათვალი, რომლებმაც ქულათა მაქსიმუმი დააგროვეს:
cruyff9
Riva1989
Cosanostra
DaviD_ViLLa_7
ibarcafan
neo222
Ninitsulaia
Més que un club
Hovik
Gogla
ND10
ვიქტორინის მე-2 ტურის კითხვები საიტზე დაიდება ორშაბათს, 30 მაისს, ზუსტად 12:00 საათზე.
რატომ Fanz.ge?
აღსანიშნავია, რომ Fanz.Ge ყოველთვის იცავდა პროდუქციის მაღალ სტანდარტებს და ცდილობდა მომხმარებლისთვის ყველაზე იაფად შეეთავაზებინა საყვარელი გუნდების არამხოლოდ მაისურები, არამედ პოლოები, კეპები და გუნდის სხვა ეკიპირება. მომავალში იგეგმება გათამაშდეს ასაწყობი კამპ ნოუ Puzzle, ბარსელონას ჟაკეტები და ჩვენი საყვარელი გუნდის სხვა ეკიპირება, რომელთა ყიდვაც ამჟამად ასევე შესაძლებელია Fanz.Ge-ზე.
დაინტერესდი?
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.

კომენტარები [ 25 ]