Sport: "ბარსელონა" ტიმო ვერნერის შეძენაზე სერიოზულად დაფიქრდა

Sport: "ბარსელონა" ტიმო ვერნერის შეძენაზე სერიოზულად დაფიქრდა

"ბარსელონა" ახალგაზრდა გერმანელი თავდამსხმელის, ტიმო ვერნერის შეძენით სერიოზულად დაინტერესდა. Sport-ის ცნობით, კატალონიელები შეეცდებიან 23 წლის ფეხბურთელი მიმდინარე თვეში გაიფორმონ.

ლუის სუარესის ტრავმის შემდეგ, "ბარსელონა" იძულებული გახდა ურუგვაელის შემცვლელი უკვე იანვარში მოეძებნა. დასახელდა არაერთი კანდიდატი. Mundo Deportivo-ს ცნობით, ფავორიტი პიერ-ემერიკ ობამეიანგია, მაგრამ მე-2 კატალონიური გამოცემა სხვა ინფორმაციას ავრცელებს.

Sport-ის მტკიცებით, "ბარსელონაში" შიშობენ, რომ კევინ-პრინს ბოატენგის შემთხვევა განმეორდება, რის გამოც, მათ სურთ ახალგაზრდა ფეხბურთელი დაიმატონ, რომელიც გუნდს მომავალშიც დაეხმარება.

კატალონიური წყაროს ცნობით, "ბარსელონაში" მიაჩნიათ, რომ ტიმო ვერნერი "ბლაუგრანას" სტილს კარგად მოერგება. გოლის გატანა რომ იცის, მან ეს არაერთხელ დაამტკიცა. "ლაიპციგის" მაისურით ჩატარებულ 140 თამაშში ვერნერმა 86 გოლი გაიტანა. მისთვის განსაკუთრებით შედეგიანია მიმდინარე სეზონი - 26 თამაშში 25 გოლი.

ერთ-ერთ ფაქტორი, რომელიც ტიმო ვერნერზე დადებითად მოქმედებს, მისი გამოცდილებაა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ 23 წლისაა, უკვე მე-7 სეზონია ბუნდესლიგაში სტაბილურად თამაშობს. სულ, "შტუტგარტისა" და "ლაიპციგის" მაისურით, 243 შეხვედრაში მას 100 გოლი დაუგროვდა. ვერნერისთვის უცხო არც სანაკრებო თამაშებია - 29 შეხვედრა და 11 გოლი.

გავრცელებული ინფორმაციით, ვერნერის გამოსასყიდი თანხა 60 მილიონი ევროა, მაგრამ "ბარსელონას" იმედი აქვს, რომ ფეხბურთელს ხელში 30 მილიონად ჩაიგდებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 21 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    B.A.r.c.A
    სტუმარი [?]
    #1 21 იანვარი 2020 17:45
    1
    Exla tu moiyvanes dzaan magari iqnebaa tramvianobas ar awuxebs swrapia tan magari da presingze magrad mushaobs germanuli sisxliaq mainc