ტერ შტეგენის მესიჯი გულშემატკივრებს - გერმანელი მეკარე ევრო 2020-ს ტოვებს

ტერ შტეგენის მესიჯი გულშემატკივრებს - გერმანელი მეკარე ევრო 2020-ს ტოვებს

"ბარსელონას" მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გულშემატკივრებს სოციალური ქსელის მეშვეობით გაუზიარა. 

დამწუხრებული ვარ იმის გამო, რომ გუშინ წავაგეთ და ლა ლიგის მოგება აღარ შეგვიძლია. სეზონის მძიმე სტარტის შემდეგ 19-მატჩიანი წაუგებელი სერია გვქონდა, მაგრამ ფორმის ბოლომდე შენარჩუნება ვეღარ შევძელით. 
კლუბის სამედიცინო შტაბთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება, რომ მუხლზე სრული მკურნალობა ჩავიტარო. საწყენია, რომ ევრო 2020-ს გამოვტოვებ. წლების განმავლობაში პირველად, ჩემს ნაკრებს სახლიდან ვუგულშემატკივრებ. იმედი მაქვს, გავიმარჯვებთ!
იმედი მაქვს, ზაფხულის შესვენების შემდეგ, როცა მოედანს დავუბრუნდები, მაყურებლების თვალწინ ვითამაშებ. ეს გრძნობა მომენატრა. 
მადლობა მხარდაჭერისთვის რთული სეზონის განმავლობაში, ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ!

- დაწერა გერმანელმა. 

"ბარსას" მიერ ახლახანს გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით ტერ შტეგენი 20 მაისს, შვედეთში, ოპერაციას ჩაიტარებს. შესაბამისად, ის ლა ლიგის ბოლო ტურში მონაწილეობას ვერ მიიღებს და ნაკრებს ვერც ევროპის ჩემპიონატზე დაეხმარება. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 25 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #5 17 მაისი 2021 16:46
    1
    ოჰ მოსულა მალუმა :)) მარა ბანი რისთვის ედო მემგონი დავიწყებია :D
    forca barcA
    სტუმარი [?]
    #4 17 მაისი 2021 16:44
    0
    ცუდი სეზონი ქონდა ასეთი ცუდი 2018 მერე არ ქონია გასაღვალისწინებელია ეს დირკა დაცვაც მაგრამ მაინც ცუდი იყო .
    Culé [?]
    #3 17 მაისი 2021 16:44
    3
    ახლა ისეთ ფორმაში ხარ, კართანაც არ დაგაყენებენ სადმე ახლო მახლო გერმანელები შტეგენ და სავსებით სწორი მესიჯია :))
    Culé [?]
    #2 17 მაისი 2021 16:42
    1
    შტეგენი ვერაა ფორმაში და ვაგებთ თამაშებს სუსტ გუნდებთანაც კი. მესი და შტეგენი რომ გამოაკლო ბარსას 10ზე მაღლა ვერ დაასრულებს ლა ლიგაში სეზონს. რამდენ მძორს ათრევენ და ხელფასებს აღებინებენ ეს ორი კაცი: რობერტო, ლენგლე, ფირპო, პიკე, უმტიტი, დემბელე, ტრინკაუ... მაქსიმუმ სელტას დონის ფეხბურთელები გვყავს ნახევარი გუნდი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 17 მაისი 2021 16:41
    0
    მოიცა ამას ტრავმა თუ ქონდა აქამდე რატო არ ამბობდნენ?! ან თვიტონ რისთვის რისკავდა ჯანმრთელობას თუ იცოდა რო გაუმწვავდებოდა?! ისედაც ჩაგდებულ სეზონში კიდე ეს რო დაემართა ზედმეტად ცუდია😕
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"