ბართომეუ: "ჩავი დარჩება, თუ უნდა, ფაბრეგასი არ იყიდება"

ბართომეუ: "ჩავი დარჩება, თუ უნდა, ფაბრეგასი არ იყიდება"

"ბარსელონას" პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ კლუბის ნახევარმცველების, ჩავი ერნანდესისა და სესკ ფაბრეგასის გუნდიდან შესაძლო წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

"ჩავი დარჩება, თუ მისი სურვილი იქნება. რაც შეეხება სესკ ფაბრეგასს - ის არ იყიდება." - აცხადებს ბართომეუ.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩავის "ბარსას" ახალ მწვრთნელთან, ლუის ენრიკესთან კარგი ურთიერთბა არ აქვს და ამის გამო, ვეტერანი ნახევარმცველი გუნდიდან წასვლის საკითხს განიხილავდა, მაგრამ საბოლოოდ მან მაინც დარჩენა გადაწყვიტა. ფაბრეგასის შეძენის სურვილს კი, რამდენიმე ინგლისური გუნდი გამოთქვამდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 46 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.