ლუის ენრიკეს კუადრადოს შეძენა სურს
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ კლუბის ხელმძღვანელობას "ფიორენტინას" ნახევარმცველის, ხუან კუადრადოს შეძენა სთხოვა.
"ლურჯ-ბროწეულისფერების" მწვრთნელს, ამ ფეხბურთელის თავისი გუნდის შემადგენლობაში ხილვა სურს, მიუხედავად იმისა, დატოვებს თუ არა კატალონიურ გრანდს რამდენიმე ფეხბურთელი.
შეგახსენებთ, რომ კატალონიელების ინტერესი კუადრადოთი სიახლე არაა. მანამდე, "ბარსელონამ" "ფიორენტინას" 25 მილიონი ევრო შესთავაზა. თუმცა, იტალიურმა კლუბმა კოლუმბიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის ტრანსფერში მინიმუმ 35 მილიონი ევრო მოითხოვა.
გასულ სეზონში, კუადრადომ, იტალიის ჩემპიონატში, ჩაატარა 32 მატჩი და გახდა 11 გოლის ავტორი.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2 3
კომენტარები [ 42 ]