მესი 27.7 მილიონ ევროს გადაიხდის
"ბარსელონას" არგენტინელი ლიდერი ლიონელ მესი ესპანეთის ბიუჯეტის სასარგებლოდ 27.7 მილიონ ევროს გადაიხდის. ეს გადაწყვეტილება ესპანეთის სასამართლომ მიიღო.
გასულ წელს, ცნობილი გახდა, რომ 2007-09 წლებში, მესის მამა ფეხბურთელის შემოსავლებიდან გადასახადებს მალავდა. დამალულმა გადასახადებმა 4.1 მილიონი ევრო შეადგინა. 2013 წლის აგვისტოში, მესიმ ბიუჯეტში 5.2 მილიონი ევრო შეიტანა, მაგრამ საკმარისი არც ეს გამოდგა.
Marca-ს ცნობით, მესი 2.7 მილიონი ევროთი დაჯარიმდა, ხოლო მომდევნო 5 წლის განმავლობაში ის კიდევ 25 მილიონს გადაიხდის. საერთო ჯამში, არგენტინელს 27.7 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ საგამოძიებო ორგანოებმა მესი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან იმის გამო გაათავისუფლეს, რომ ფეხბურთელმა სამართალდარღვევის შესახებ არაფერი იცოდა და გადასახადების დამალვა მისგან დამოუკიდებლად ხდებოდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 41 ]