25/07/2014: მეორე სავარჯიშო სესია
პარასკევს, საღამოს, გუნდმა კვირის ბოლო ორმაგი სავარჯიშო სესიის დღე დაასრულა. ორშაბათიდან "ბარსელონა" მზადებას "სენტ ჯორჯ პარკის" ბაზაზე დაიწყებს, რომელიც ბირმინგემში მდებარეობს. დღეს, გუნდი ერთ სავარჯიშო სესიას გამართავს, ხვალ კი ფეხბურთელებს დასვენების საშუალება მიეცემათ.
პარასკევს, საღამოს სესიაზე, ლუის ენრიკეს განკარგულებაში კვლავ 24 ფეხბურთელი იყო: 16 პირველი გუნდის, ხოლო 8 "ბარსა ბ"-ს ფეხბურთელი. ადრიანომ და მონტოიამ გუნდისგან განცალკევებით, ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშეს. ჟერემი მატიემ მის ახალ თანაგუნდელებთან ივარჯიშა.
8 ფეხბურთელმა, რომლებმაც მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღეს მონაწილეობა, (ჩავი, პედრო, ინიესტა, პიკე, ალბა, ბუსკეტსი, რაკიტიჩი და სონგი) მესამე სავარჯიშო სესია ჩაატარა ასტურიელი მწვრთნელის ხელმძღვანელობით.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2 3
კომენტარები [ 43 ]