ლუის ენრიკე: "ატლეტიკო" რთული მეტოქეა, რომელიც შეტევაში ძალიან ძლიერია"
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მადრიდის "ატლეტიკოსთან" მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა და ბევრ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.
"ატლეტიკოსთან" მომავალი მატჩი, წინა შეხვედრასთან შედარებით, ბევრად განსხვავებული და უფრო რთული იქნება. ამ გუნდს სუსტი წერტილი არ აქვს. ჩვენ უნდა ვითამაშოთ ინტენსიურად და გამოვიყენოთ ყველა საფეხბურთო რესურსი, რომლებიც გვაქვს.
"ატლეტიკო" ძალიან მიმზიდველი კლუბია. იგი კარგი გუნდია ნებისმიერი მწვრთნელისთვის. მჯერა, რომ ისინი დარწმუნებულნი იქნებიან თავიაანთ სათამაშო სტილში "ბარსასთან" მატჩში. ისინი ძლიერები არიან დაცვისა და შეტევის ყველა ასპექტში.
ჩვენ გულშემატკივრების მხარდაჭერა გვჭირდება. მათთან ერთად უფრო ძლიერები ვართ. ყველაფერს შევძლებთ, თუ ისინი ჩვენთან იქნებიან, რასაც ყოველთვის აკეთებენ.
ამ შეხვედრაში, წინა მატჩებთან შედარებით, უფრო გაგვიჭირდება, ამიტომ უნდა გავერთიანდეთ ისე, როგორც არასდროს. ყოველთვის არის რაღაც, რაშიც შეგვიძლია გაუმჯობესება, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი კარგად მიდის. არ ვიცი, ვიმყოფებით თუ არა ახლა საუკეთესო ფორმაში, მაგრამ იმედი მაქსვ, რომ ყველაფერი კარგი ჯერ კიდევ წინაა.
სუარესის დაბალი შედეგიანობა? მომწონს, როგორ მუშაობს ის. ის ძალიან შრომისმოყვარეა და დიდი სარგებელო მოაქვს შეტევასა და დაცვაში. ეს მისი პირველი სეზონია "ბარსაში" და ადაპტაცია არასდროსაა ადვილი. გოლების დროც მოვა.
ყოველთვის ვამბობდი, რომ საუკეთესო ფეხბურთელი, რომელიც ოდესმე მინახავს, მესია. კრიშტიანუ მაღალი დონის ფეხბურთელია, მაგრამ ლეო მას აღემატება.
ჩავი ჩვენს განკარგულებაში იმყოფება და ვიმედოვნებ, რომ ხვალ ის თამაშის უფლებას მიიღებს. რაც შეეხება მატიეს, ის მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 59 ]