ვალენსია თასის ფინალის მასპინძლობისთვის მზადაა
ვალენსიას ხელმძღვანელობა ესპანეთის სამეფო თასის ფინალის მასპინძლობისთვის მზადაა. ამ ინფორმაციას ქალაქის მერი რიტა ბარბერა ავრცელებს.
ესპანეთის თასის ფინალი 30 მაისს გაიმართება და მასში ერთმანეთს "ბილბაო" და "ბარსელონა" დაუპირისპირდებიან. ბასკურ და კატალონიურ გუნდებს თამაშის "სანტიაგო ბერნაბეუზე" ჩატარება სურთ, რადგან ნეიტრალურ მოედნებს შორის ეს არენა ყველაზე მეტ გულშემატკივარს იტევს. თუმცა, "სამეფო კლუბი" სამეფო თასის ფინალის მასპინძლობაზე უარს აცხადებს.
ვალენსიაში მდებარე "მესტალია" "სანტიაგო ბერნაბეუს" ერთ-ერთი ალტერნატივაა და როგორც ირკვევა, ქალაქის ხელმძღვანელობა თასის ფინალის მასპინძლობით მოხარული იქნება.
"ასეთი თამაშები ბევრ ადამიანს და ჟურნალისტს იზიდავს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვალენსია სპორტს ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა და გამონაკლისი არც ფეხბურთია. იმედი გვაქვს, თამაში ვალენსიაში გაიმართება." - განაცხადა ქალაქის მერმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 78 ]