"ბარსელონა"-"სიტი": ლუის ენრიკე მატჩის წინ
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, "მანჩესტერ სიტისთან" ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის განმეორებითი თამაშის წინ, პრეს-კონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ ამ შეხვედრას ისეთივე პასუხისმგებლობით ეკიდება, როგორც პირველს. მისი თქმით, ფრეზე ფიქრი ძალიან საშიშია.
მწვრთნელმა დაადასტურა, რომ ბუსკეტსი მატჩს გამოტოვებს.
"ბურთის ფლობა, რომელიც თამაშის გაკონტროლების უკეთეს შესაძლელობას გვაძლევს, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია თითოეულ მატჩში.
პირველი შეხვედრის მსგავს თამაშს ველი. გასულ წელს, მათ პირველი მატჩი ცუდი შედეგით დაასრულეს, მაგრამ შემდეგ ბევრი პრობლემა შეგვიქმნეს.
ჩვენი მეტოქე ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი ფავორიტია. შანსები თანაბარია. ვნახოთ, რა შეუძლიათ "სიტის" ფეხბურთელებს.
ჩემი აზრით, "სიტი" დაღლილი არაა. ვფიქრობ, მათ აქვთ მოგების შანსი და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ამ იმედით ითამაშებენ.
შეხვედრას გამოტოვებს კლიში, მაგრამ ითამაშებს ტურე, რომელიც "სიტისთვის" ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ისინი ორი თავდამხმელით ითამაშებენ, რაც მათი ტაქტიკაზე დამყარებული. ვნახოთ, რის შეთავაზებას შევძლებთ საპასუხოდ.
მხოლოდ "სიტისთან" შეხვედრაზე ვფიქრობთ. "ელ კლასიკო" ახლა ჩემთვის მნიშვნელოვანი არაა.
1/4-ფინალში გასვლის გრძნობა მაქვს, რაც კარგია. სახლში ვითამაშებთ, ჩვენი გულშემატკივრების წინ და კარგ ფორმაში ვართ. ვიმედოვნებ, შესანიშნავ შედეგს დავაფიქსირებთ.
გულშემატკივრებმა მხარი უნდა დაგვიჭირონ, რათა გავუმკლავდეთ რთულ მომენტებს."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 48 ]