ჩავის კომენტარი ბაიერნთან თამაშის შემდეგ
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა ჩემპიონთა ლიგაზე "ბაიერნთან" სტუმრად წაგების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე მომენტებს ვერ იყენებ, საბოლოოდ ისჯები. "ბაიერნზე" უკეთესები ვიყავით, მაგრამ მიუნხენელებმა თავიანთი შანსები გამოიყენეს. განსხვავება ესაა.
შედეგი მოედანზე ნანახს არ ასახავს. ეს უკანგადადგმული ნაბიჯია. ჩვენი შეცდომების გამო წავაგეთ.
დემბელეზე უხეშობის კადრები ჯერ კიდევ არ მინახავს, მაგრამ ყველა მეუბნება, რომ ეს თერთმეტმეტრიანი იყო... თუმცა, ეს ჩვენი შეცდომაა. იცით, რომ მსაჯებზე არ ვსაუბრობ.
ბევრ ასპექტში "ბაიერნზე" უკეთესები ვიყავით. მათ ინტენსივობით, რიტმითა და ფიზიკურობით დავუპირისპირდით. პირველ ტაიმში ბურთით შესანიშნავად ვთამაშობდით, მაგრამ გაბრაზებული ვარ, რადგან დღეს უფრო მეტი დავიმსახურეთ.
ვამაყობ იმით, როგორ ვითამაშეთ, მაგრამ გარკვეული ასპექტები უნდა გავაუმჯობესოთ.
"ბაიერნზე" უკეთესები ვიყავით, თუმცა, გადამწყვეტი დეტალებია. შეცდომების გამო ისჯები. ეს ჩვენთვის მძიმე გაკვეთილია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 57 ]