ვიქტორინა Barcamania.Ge-ზე

ვიქტორინა Barcamania.Ge-ზე

Barcamania.ge "ბარსელონას" გულშემატკივრებს სასიამოვნო სიახლეს სთავაზობს. სექტემბრიდან, ჩვენს საიტზე და Facebook-ის გვერდზე ჩატარდება ვიქტორინები, რომელთა გამარჯვებულებიც დასაჩუქრდებიან.

ვიქტორინა ჩატარდება თვეში 2-ჯერ - ერთხელ საიტზე და ერთხელ Facebook-ზე. საიტზე ვიქტორინა დაიწყება ყოველი თვის პირველ რიცხვში და გაგრძელდება 15 რიცხვამდე. Facebook-ზე ვიქტორინა დაიწყება ყოველი თვის 15 რიცხვში და გაგრძელდება თვის ბოლომდე.

საიტზე და Facebook-ზე ვიქტორინა ჩატარდება ერთმანეთის მსგავსი ფორმატით. დაისმება 10 შეკითხვა. თითოეულ შეკითხვას მინიჭებული ექნება ქულა ერთიდან ათამდე. სწორი პასუხების გამოგზავნის საშუალება გექნებათ ვიქტორინის დასრულებამდე. გამარჯვებული იქნება ის მომხმარებელი, რომელიც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმ მომხმარებელს, რომელიც პასუხებს პირველი გამოაგზავნის.

პასუხების გამოგზავნის ინსტრუქციას იხილავთ პირველი ვიქტორინის კითხვებთან ერთად.

ახლა კი, რაც შეეხება პრიზს: კომპანია Mantis.ge-მ, ვიქტორინის გამარჯვებულისთვის დააწესა "ბარსელონას" მაისური. თვეში გათამაშდება 2 მაისური. ერთს მიიღებს საიტზე გამართული ვიქტორინის გამარჯვებული და ერთს Facebook-ზე გამართული ვიქტორინის გამარჯვებული.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 73 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.