მოიგე „ბარსელონას“ მაისური - Barcamania.ge-სა და Fanz.ge-ს ერთობლივი პროექტი
Barcamania.ge და Fanz.ge "ბარსელონას" ქართველ გულშემატკივრებს სასიამოვნო სიახლეს სთავაზობენ. ორშაბათიდან, 16 მაისიდან, ჩვენ საიტზე სტარტს აიღებს ვიქტორინა, რომელსაც ტრადიციული სახე მიეცემა და რომლის გამარჯვებულებსაც კომპანია Fanz.ge დააჯილდოებს.
ვიქტორინა ჩატარდება თვეში 2-ჯერ - ყოველ მეორე ორშაბათს. ვიქტორინის დაწყების დღეს, დღის 12 საათზე, ჩვენ საიტზე დაიდება 10 შეკითხვა. თითოეულ შეკითხვას მინიჭებული ექნება ქულა ერთიდან ათამდე. სწორი პასუხების გამოგზავნის საშუალება გექნებათ ვიქტორინის დასრულებამდე, ზუსტად 7 დღის განმავლობაში. გამარჯვებული იქნება ის მომხმარებელი, რომელიც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმ მომხმარებელს, რომელიც პასუხებს პირველი გამოაგზავნის.
პასუხების გამოგზავნის ინსტრუქციას იხილავთ პირველი ვიქტორინის კითხვებთან ერთად.
ახლა კი, რაც შეეხება პრიზს: ვიქტორინის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, Fanz.ge-მ გამარჯვებულებისთვის დააწესა "ბარსელონას" მაისური. თვეში გათამაშდება 2 მაისური, რომელსაც ყოველი გათამაშების გამარჯვებული მიიღებს.
რატომ Fanz.ge?
აღსანიშნავია, რომ Fanz.Ge ყოველთვის იცავდა პროდუქციის მაღალ სტანდარტებს და ცდილობდა მომხმარებლისთვის ყველაზე იაფად შეეთავაზებინა საყვარელი გუნდების არამხოლოდ მაისურები, არამედ პოლოები, კეპები და გუნდის სხვა ეკიპირება. მომავალში იგეგმება გათამაშდეს ასაწყობი კამპ ნოუ Puzzle, ბარსელონას ჟაკეტები და ჩვენი საყვარელი გუნდის სხვა ეკიპირება, რომელთა ყიდვაც ამჟამად ასევე შესაძლებელია Fanz.Ge-ზე.
დაინტერესდი?
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.

კომენტარები [ 27 ]