ნეიმარი და რაკიტიჩი განაცხადში მოხვდნენ

ნეიმარი და რაკიტიჩი განაცხადში მოხვდნენ

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ის 19 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც "მალაგასთან" გასამართი მატჩის განაცხადში მოხვდნენ. ექიმებისგან თამაშის ნებართვა მიიღეს ნეიმარმა და ივან რაკიტიჩმა. განაცხადს მიღმა დარჩნენ დანი ალვესი და ჟერემი მატიე, რომლებსაც მწვრთნელმა დასვენების საშუალება მისცა.

"ბარსელონას" განაცხადი ასე გამოიყურება: ბრავო, ტერ შტეგენი, მონტოია, დუგლასი, ბარტრა, პიკე, მასკერანო, ადრიანო, ალბა, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ჩავი, ს. რობერტო, ინიესტა, პედრო, მუნირი, მესი, სანდრო, ნეიმარი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 70 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.