ოფიციალურად: FIFA-მ მესის დისკვალიფიკაცია გააუქმა

ოფიციალურად: FIFA-მ მესის დისკვალიფიკაცია გააუქმა

რამდენიმე წუთის წინ, FIFA-მ გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტნისა და ლიდერის, ლიონელ მესის დისკვალიფიკაცია ანულირებულია.

FIFA-ს სადისციპლინო კომიტეტმა, მესის, 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია 27 მარტს, არბიტრისთვის შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით მისცა. ამ ფაქტს ადგილი ჩილესთან გამართული შეხვედრის დროს ჰქონდა, რომელიც არგენტინამ მესის გოლით მოიგო. 29 წლის ფეხბურთელმა, ბოლივიასთან თამაში უკვე გამოტოვა, რაც მის გუნდს ძვირად დაუჯდა - "ალბისელესტემ" 0:2 წააგო და მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა სათუო გაიხადა.

დღეს, FIFA-ს სააპელაციო კომიტეტმა არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის საჩივარზე იმსჯელა და დაადგინა, რომ მესის ქმედება ფეხბურთში მიღებულ ქცევის წესებს არ ემთხვევა, თუმცა მისთვის დაწესებული სასჯელი უფრო სერიოზულ დარღვევას ითვალისწინებს. ამ შემთხვევაში კი, დარღვევა იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ ის არბიტრმა ვერც კი შეამჩნია. შედეგად, ლეოს 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმა მოუხსნეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 62 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    barsa111
    სტუმარი [?]
    #2 5 მაისი 2017 17:39
    0
    Es kargia
    msd2004
    სტუმარი [?]
    #1 5 მაისი 2017 17:37
    0
    ვაშაააააააააააა heart_eyes