"ბარსელონამ" ახალი ფორმები წარადგინა
"ბარსელონამ" და "ნაიკმა" 2014-15 წლების სეზონის ფორმები წარადგინეს. ახალ ფორმის სლოგანი არის "შექმნილი გამარჯვებისთვის". ფორმის პრეზენტაციაში მონაწილეობა როგორც ამჟამინდელმა ვარსკვლავებმა, ასევე ახალგაზრდა ფეხბურთელებმა მიიღეს.
ახალ ფორმას, წინასთან შედარებით, უფრო ფართე ხაზები აქვს, რომლებიც უფრო მუქ ფერებშია. მაისურის შიდა მხარეს, კისერთან, არის წარწერა "Més que un club" და კლუბის დაარსების წელი - 1899.
ახალი ფორმებიც "ნაიკის" Dri-Fit ტექნოლოგიითაა შექმნილი. "ბარსელონა" და "ნაიკი" განაგრძობენ ბუნებაზე ზრუნვას და ფორმებში გამოყენებულია გადამუშავებული პოლიესტერი.



მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2 3 4 5
კომენტარები [ 85 ]