ნოიერი: "მესის დიდ პატივს ვცემ"

ნოიერი: "მესის დიდ პატივს ვცემ"

მიუნხენის "ბაიერნის" გოლკიპერი მანუელ ნოიერი ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში "ბარსელონასთან" შეხვედრის წინ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ მესის დიდ პატივს სცემს.

"ლიონელ მესის დიდ პატივს ვცემ ყველაფრისთვის, რასაც მან მიაღწია. ის ძალიან თავმდაბალი ადამიანია. თუმცა, მასთან დაპირისპირებაში მნიშვნელოვანია, აჩვენო მოედანზე, ვინაა იქ მთავარი, ვინაა ბოსი. ეს მსოფლიო ჩემპიონატზე გავაკეთე საკმაოდ წარმატებითაც. ოთხშაბათს იმავეს გაკეთებას შევეცდებით", - აცხადებს ნოიერი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 81 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.