ვარჯიში ესპანეთის თასისთვის

ვარჯიში ესპანეთის თასისთვის

გუშინ კატალონიის "ბარსელონამ" გამართა ვარჯიში ესპანეთის სათასო მატჩისთვის მოსამზადებლად. როგორც მოგეხსენებათ, მათ "კამპ ნოუზე" "ოსპიტალეტი" ესტუმრება. პირველი შეხვედრა კატალონიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

 

ხოსეპ გვარდიოლას აქტივში სულ 19 ფეხბურთელი გახლდათ. 12 მათგანი პირველი გუნდიდან იყვნენ. მათ რიგებში შედიოდა დანი ალვესიც, რომელსაც პეპმა არდადეგებზე გაუშვა, თუმცა როგორც ჩანს ბრაზილიელი ვერ ელევა საკუთარ გუნდს და მიუხედავად ასეთი შესაძლებლობისა, მაინც მათ გვერდითაა. ამის მიუხედავად, ალვეში არ მიიღებს მონაწილეობას "ოსპიტალეტთან" მატჩში.

 

"ბარსას" მთავარ მწვრთნელს ვარჯიშზე ასევე ჰყავდა 7 მეორე გუნდის ფეხბურთელიც. პეპმა დუბლებიდან შემდეგი მოთამაშეები იხმო: კუენკა, დოს სანტოსი, მონტოია, სერხი რობერტო, ტელიო, მუნიესა და რაფინია.

 

გუნდი შემდეგ ვარჯიშს დღეს, ადგილობრივი დროით 12:30 სთ–ზე გამართავს დახურულ კარს მიღმა.

 

 

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.