გუარდიოლამ 20 ფეხბურთელს უხმო
პუიოლი და ტიაგო მონაწილეობას არ მიიღებენ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის საპასუხო შეხვედრაში ლევერკუზენის "ბაიერის" წინააღმდეგ. პეპ გუარდიოლამ ხსენებული მატჩისთვის 20 ფეხბურთელს უხმო.
პეპ გუარდიოლამ გადაწყვიტა, რომ შეეკრიბა თავისი გუნდი ლევერკუზენის "ბაიერთან" თამაშამდე ერთი დღით ადრე. გუნდის თავკაცმა "ბარსას" 20 ფეხბურთელი გამოიძახა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის საპასუხო შეხვედრისთვის. აღნიშნული 20-დან 14 პირველი გუნდის, ხოლო 6 სარეზერვო გუნდის მოთამაშეა (მონტოია, ბარტრა, ჯონათან დოს სანტოსი, სერხი რობერტო, მუნიესა და ტელო).
კარლეს პუიოლი, რომელსაც მცირე ტრავმა აქვს, და ტიაგო, რომელიც კვლავ მკურნალობს კუნთის ტრავმას, მატჩს გამოტოვებენ.
ბოლო ვარჯიში ოთხშაბათს
"ბარსამ" გუშინ საღამოს "კამპ ნოუზე" ივარჯიშა. სესია, რომელიც პირველი 15 წუთის განმავლობაში ღია იყო მედიის წარმომადგენლებისთვის, ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიწყო. გუნდი ვარჯიშს დღესაც გამართავს, ესპანეთის დროით 12:00 საათზე.
გუშინდელი ვარჯიშის დასრულების შემდეგ გუნდმა სასტუმრო "მანდარინში" გადაინაცვლა. დღეს ფეხბურთელები ვარჯიშს ადგილობრივი დროით 12:00 საათზე გამართავენ და 13:30 საათზე კვლავ სასტუმროს მიაშურებენ. ისინი ერთად ისადილებენ და "კამპ ნოუზე" ესპანეთის დროით 18:30 საათზე გაემართებიან.
განაცხადი "ბაიერთან" მატჩისთვის: ვალდესი, პინტო, ალვეში, პიკე, ადრიანო, ფაბრეგასი, ჩავი, ინიესტა, მესი, მასკერანო, კეიტა, ბუსკეტსი, პედრო, კუენკა, ტელო, მონტოია, ბარტრა, დოს სანტოსი, სერხი რობერტო და მუნიესა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]