ვარჯიში განახლდა
''ბარსელონამ'' სამშაბათ საღამოს დაიწყო ვარჯიში ესპანეთის სუპერთასისთვის მოსამზადებლად. ეს იყო პირველი ვარჯიში მას შემდეგ, რაც ''ბარსა'' დაბრუნდა აზიის ტურნედან. გუარდიოლამ ძირითადი გუნდის 8 ფეხბურთელთან ერთდ ''ბარსა B''-ს 13 ფეხბურთელიც ავარჯიშა.
''ბარსას'' პირველი გუნდიდან ვარჯიშზე იმყოფებოდნენ: პინტო, მაქსველი, ადრიანო, მილიტო, სანჩესი, კეიტა, აბიდალი და ინიესტა. ასევე ''ბარსას'' ახლაგაზრდული გუნდის 10 ფეხბურთელი, რომლებიც ''ბარსელონას'' ახლდნენ აზიაში: ოიერი, მინო, სერხი გომესი, ფონტასი, მუნიესა, ჯონათან დოს სანტოსი, რივეროლა, სერხი რობერტო, ნოლიტო, ვიქტორ ვასკესი და 3 ფეხბურთელი ესპანეთის 19 წლამდელთა ნაკრებიდან: ბარტრა, ტიაგო და ორიოლ რომეუ. დაახლოვებით ერთი კვირა ისინი ივარჯიშებენ პეპ გუარდიოლასთან, ხოლო შემდეგ დაუბრუნდებიან ლუის ენრიკეს ''ბარსა B''-ს.
გუნდს ოთხშაბათს ექნება ორი ვარჯიში, ადგილობრივი დროით 9.00 და 19.00 საათზე. ანდრეს ინიესტა პრესკონფერენციას გამართავს დილის ვარჯიშის შემდეგ.
წყარო: fcbarcelona.cat
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]