ბოლო ვარჯიში მატჩამდე

ბოლო ვარჯიში მატჩამდე

უკვე ორ კვირაზე მეტია, რაც "ბარსელონას" "კამპ ნოუზე" მატჩი არ გაუმართავს. კატალონიელებმა დღეს საკუთარ სტადიონზე ბოლო ვარჯიში გამართეს და მზად არიან მიიღონ "ოსპიტალეტი" ესპანეთის თასის 1/16 ფინალის საპასუხო მატჩში. ვარჯიშზე არ იყო დანი ალვესი. როგორც მოგეხსენებათ, გვარდიოლამ მას დასვენების საშუალება მისცა, თუმცა ბოლო რამდენიმე დღე იგი მაინც გუნდთან ერთად იყო და ახლა, როგორც იქნა მან გადაწყვიტა არდადეგების გამოყენება და ბრაზილიაში წასვლა განიზრახა.

გვარდიოლას აქტივში, დღეს 7 "ბარსა ბ-ს" ფეხბურთელი იყო: კუენკა, მონტოია, დოს სანტოსი, სერხი რობერტო, ტელიო, რაფინია და მუნიესა. პირველი გუნდიდან ვარჯიშში 11-მა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა. პეპს 18 მოთამაშედან ორის ჩამოშორება მოუწევს, რადგან წესების თანახმად, მას მხოლოდ 16 ფეხბურთელის გამოყენების უფლება აქვს.

 

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.