ზიკო "ბარსაზე" საუბრობს
ბრაზილიის ნაკრების ლეგენდამ, ზიკომ საქებარი სიტყვები არ დაიშურა კატალონიის "ბარსელონაზე", იტყობინება ესპანური პრესა. ბრაზილიელმა გვარდიოლას გუნდი შეადარა, ბრაზილიის 1970 წლის და 1982 წლის ნაკრებებს:
"თანამედროვე ფეხბურთში წარმატებას, რომ მიაღწიო, არ არის საკმარისი იყო არტისტი. ამაზე მნიშვნელოვანია ივარჯიშო კარგად, გახვიდე მოედანზე და თავი დადო შენი გუნდისათვის. ვინც უყურებს "ბარსელონას" თამაშებს, იცის რომ კატალონიელებს ეს ყველაფერი გამომუშავებული აქვთ წლების მანძილზე. მათი შედარება ბრაზილიის 1970 წლისა და 1982 წლის ნაკრებებთან შეიძლება," დაასრულა ზიკომ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]