რას ნიშნავს შენთვის ''ბარსა''?
ალბათ გეუცნაურად ეს სიახლე. ვეცდები ყველაფერში გაგარკვიოთ. ‘’ბარსამანიაზე’’ ახალი პროექტი იწყება, სახელად: რას ნიშნავს შენთვის ''ბარსა''. მე ამ პროექტის ნაწილებად დაყოფას ვაპირებ. ყოველ ნაწილში შევა 10 ადამიანის პასუხი ამ შეკითხვაზე. მე წინასწარ შეგეხმიანებით ყველას და შევიტან თქვენს პასუხებს ამ სიახლეებში. იმედია მოგეწონებათ ეს ჩემი ახალი წამოწყებაა და როგორც მარგალიტები შეგიყვარდათ ისე შეიყვარებთ ამასაც. ახლა კი დავიწყოთ და წავიკითხოთ ათი პირველი პასუხი ამ შეკითხვაზე .
რას ნიშნავს შენთვის ‘’ბარსა’’?
1. villana (ანი კოპაძე) ”წევრი’’- ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს. ჩემი ცხოვრების ნაწილია, ყველაფერი მიყვარს, რაც ბარსელონას და ზოგადად ესპანეთს უკავშირდება. განვიცდი მათ თითოეულ მოგებას, თუ მარცხს (რომელიც საბედნიეროდ იშვიათად ხდება) მიხარია და მწყინს მათთან ერთად და ა.შ .. ყველაფრის გადმოცემა კიდევ რაც გულში მაქვს ბარსასადმი სიტყვებით ძნელია. ერთი სიიტყვით ძალიან მიყვარს და ვაფასებ ‘’ბარსელონას’’ მთელ შემადგენლობას.
2. Pep Guardiola (გიორგი კონცელიძე) ”რედაქტორი’’- "პირველ რიგში შაკო ახალი პროექტის დაწყებას გილოცავ. კარგი იდეაა, რაც ძალიან მომეწონა. რაც შეეხება ამ პროექტის მთავარ შეკითხვას, ამ საიტზე მყოფთა უმეტესობას ”ბარსელონას” სიყვარული გვაერთიანებს. პირადად ჩემთვის ”ბარსელონა” ნამდვილად გუნდზე მეტია. ჩემი ცხოვრების ყოველი დღე ამ გუნდზე ფიქრით იწყება და მთავრდება. ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ არა მხოლოდ ”ბარსელონას” თამაშის ყურებით, არამედ გუნდის თითოეული წევრის კომენტარით. ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ ”ბარსელონასავით” ერთ მუშტად შეკრული და მეგობრული გუნდი დედამიწაზე არ არის. მუდმივად ვცდილობ ახალი ინფორმაციები მოვიძიო გუნდზე და შემდეგ ასევე ძალიან მეგობრულ საიტზე, ბარსამანიაზე გამოვაქვეყნო. შეიძლება სიტყვებით ვერ გადმოვცე ”ბარსასადმი” ჩემი სიყვარული, მაგრამ ვერ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება ამ გუნდის გარეშე".
3. FCBGIOBARCA (გიორგი ადამია) ”დროებითი მწერალი’’ - ალბათ, ძალიან ბანალურია, მაგრამ... "ბარსა" ჩემი ცხოვრების ერთ–ერთი უმთავრესი ნაწილია, რომელიც მაძლიერებს და სტიმულს მაძლევს ყოველ მხრივ.
4. mariami7 (მარი შენგელია) ”წევრი’’ – ‘’ბარსა’’ არის ჩემი მეორე ოჯახი :მე მისი ფეხბუხთელების გარშემო მომხდარი ყველაფერი მაინტერესებს. ვერ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება მათი თამაშების ყურების გარეშე. ყველაზე დიდი მოლოდინია როცა თამაშიდან თამაშამდე ელოდები მათ და როცა დგება ეს დღე დილიდან წრიალებ, დრო კი მიიზლაზნება და რაც უფრო ახლოვდება თამაშის დრო უფრო გენერვიულებაა .. რაც არ უნდა ცუდ გუნდს ეთამაშებოდეს მაინც ... ვნერვიულობ მათზე არ მიიღონ ტრამვები .. ითამაშონ კარგად .. არ ვიცი რა არის ბარსა ჩემთვის ამ კითხავს ზუსტ პასუხს ვერ გავცემ მარგამ ვიცი რომ ძაააააააალიან ძააააააალიან მიყავრს ბარსა (ეს სიყვარული უფრო მიძლიერდება როცა გუნდი აგებს ან ფრეს თამაშობს.. მიჩნდება სურვილი გამოვიდე და შემოვუძახო ყველას ) ... მისი თითეული ფეხბურთელით სრულიად გულრწფელად და მინდა რომ ბედნიერები იყვნენ.
5. Meryol ( მერიემ შენგელია) ”წევრი’’- ბარსა არის ცხოვრების ნაწილი, რომლის გარეშეც უბრალოდ არ შემიძლია .. ბარსამ ხომ უდიდეს სიხარულთან ერთად მეგობრებიც გამიჩინა. მოკლედ და კონკრეტულად ვიტყვი, ვაბოდებ ბარსაზე და ბარსას ფანებზე
6. tamt__barca(თამთა წვერაიძე) ”წევრი’’- ბარსა ჩემი ცხოვრების ნაწილია. მატჩები, ფეხბურთელები, მწვრთნელები. რავიცი, ერთი დიდი ოჯახია და ძალიან მომწონს ეს. როცა გულშემატკივრობ ამას კიდევ თავისი "მუღამი" აქვს. მართლა გუნდზე მეტია. აი სიახლეები რასაც კითხულობ, ან მათი მიღწევები.. უფრო გახალისებს.. ჩემთვის სტიმულიცაა. თანაც აი რაღაც აღუწერელია სიტყვით. მართლა ძალიან მიყვარს.. ბიჭები თავისი ქცევებით.. წააგებენ მოიგებენ მნიშვნელობა არ აქვს იმდენად ერთიანია ყველა რომ რავიცი მე პირადად ცუდდ ხასიათზე რომ ვარ ან ჰიმნს ვრთავ ან ძველ მატჩებს ვიხსენებ, მართლა და ეს მამხიარულებს.
7. Barça_AnA (ანი გიგაური) ”წევრი’’ - "ბარსელონა" ჩემი ცხოვრების განუყრელი ნაწილია.რას ნიშნავს ჩემთვის "ბარსა"?-ყველაფერს! უბრალოდ ვერ ვიტყვი როგორ მიყვარს ეს გუნდი...მათი მოგება თუ დამარცხება...ყველაფერი ცუდი თუ კარგი...რაც "ბარსას" შეეხება ყველაფერი მიყვარს... ჩემი ოცნებაა დავესწრო მათ ერთ თამაშს მაინც...და დარწმუნებული ვარ ასეც იქნება.ვუყურო მათ ლამაზ ფეხბურთს და დავტკბე თამაშით და სიამოვნება მივიღო...! მე მეამაყება, რომ მქვია "ბარსელონას" გულშემატკივარი (კულე) და ვქომაგობ ამ უდიდეს კლუბს!!! ‘’Visca El Barça y VISCA Catalunya’’.
8. Gvanc_barceloneli ( გვანცა სიგუა) ”წევრი’’- ბარსა ჩემთვის არის ყველაფერი მთელი ცხოვრეეებააა, მიყვარს სიგიჟემდე და ჩემს ცხოვრებაში ყვეელაზე დიდი ადგილი უკავია. სპორტის ეს სახეობა ბარსამ შემაყვარა აბსოლიტურად ყველაფერი მომწონს ბარსასი. აიი მოკლედ და კონკრეტულად ბარსელონა არის ჩემი ჰაერი ის რითიც ვარსებობ ის მეტია ვიდრე კლუბიი.
9. babi_pique (ბარბარე ბროძელი) ”წევრი’’- "ბარსა" ჩემთვის ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს! ჩემი ცხვორების ერთ-ერთი ნაწილია. როგორც ყველას ესაჭიროება ჭამა და ძილი ისე მესაჭიროება მე ბარსელონას თამაშის ყურება.როდესაც მათ თამაშს ვუყურებ დიდი სიამოვნებას ვღებულობ და ვნატრობ ხოლმე, რომ ეს ბედნიერი წუთები არასდროს დასრულდეს! როდესაც "ბარსელონა" იგებს, ისეთ ხასიათზე ვდგები, რომ რაც არ უნდა მეწყინოს ყველაფერს ხუმრობაში ვატარებ და ხასიათს არ ვიფუჭებ,ხოლო როდესაც მარცხდება მაშინ ისეთი გამწარებული ვარ ხოლმე, რომ ყველას ვურჩევ ჩემგან თავი შორს დაიჭირონ! მაგრამ ამ გუნდის წყალობით ასეთი მომენტები იშვიათია. მე ამ ცხოვრებით ვცხოვრობ და იმის მოლოდინში ვარ შემდეგი თამაში როდის იქნება! არც კი ვიცი რას ვიზამდი თუკი ბარსელონა არ იარსებებდა და რაში მივიღებდი სიამოვნებას. დღეს-დღეობით "ბარსა" ჩემს ცხვორებაში უდიდეს როლს თამაშობს და დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნება სიცოცხლის ბოლომდე !!!
10. Tamo-barca ( თამუნა გოგოლაძე) ”წევრი’’ - "ბარსა" ეს ჩემთვის ყველაფერია ! იგივე მეორე სახლი, გართობის წყარო, როცა ცუდ ხასიათზე ვარ საკმარისია ბარსამანიაზე შევიდე ან ბარსას ვიდეობს ვუყურო ეგრევე კარგხასიათზე ვდგები :)) საკმარისია ერთი დღეც რო რამე სიახლე ვერ გავიგო ბარსაზე და რომელიმე თამაშს ვერ ვუყურო რო ეგრევე ჩემ თავს ვეღარ ვიტან, აი სიტყვებით ვეღარ გადმოვცემ ჩემ ბარსასადმი სიყვარულს ! თითოეული ფეხბურთელი მიყვარს მათი ფეხბურთელობის ნიჭიდან დაწყებული ადამიანობით დამთავრებული.
პ.ს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. იმედია მოგეწონათ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]