რას ნიშნავს შენთვის ''ბარსა''? (ნაწილი 5)
რას ნიშნავს შენთვის ''ბარსა'' ? (ნაწილი 5 )
1. messiiiii (ანრი გუგუნავა) "წევრი’’ - ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან მიჭირს,ბარსა ჩემთვის არ ნიშნავს მხოლოდ გუნდს ეს ჩემთვის არის "მეორე სახლი" შეიძლება ეს ვინმესთვის სასაცილო იყოს მაგრამ ჩემთვის არა!ჩემი ამ გუნდისადმი სიყვარული დაიწყო 2007-2008 წლიდან და დღემდე ვგულშემატკივრობ თავგამოდებით.ჩემი კუმირია ანრი და სწორედ ანრის გამო დავიწყე ბარსას გულშემატკივრობა.თქვენ ვერ წარმოიდგენთ მე როგორი ემოციებით ვადევნებ თვალ-ყურს ბარსას თამაშებს (განსაკუთრებით კლასიკოებს) რომლის დასრულების შემდეგაც ჩემი საყვარელი გუნდი ხშირად გამარჯვებული გამოდის და მეც გაგიჟებით ვმღერივარ ბარსას ჰიმნს:* ძალიან მიჭირს სიტყვებით გადმოცემა ჩემი ბარსასადმი სიყვარულის მხოლოდ ერთს ვიტყვი ბარსა ჩემთვის მეტია ვიდე გუნდი და რაც არ უნდა მოხდეს მე მაინც ბარსას გულშემატკივრად დავრჩები!!!!!
2. svani-shako (შაკო მუკბანიანი) "წევრი’’ - ჩემი ბარსელონას გულშემატკივრობა დაიწყო რონალდინიოს დროს როცა ბარსელონას თავკაცი რაიკარდი იყო. ამ დღიდან მოყოლებული უფრო და უფრო მიმზიდველი და დახვეწილი ხდება კატალონიური კლუბი ჩემთვის. 1 თამაშიც კი არ მაქვს გაცდენილი ბარსელონას, ეს გუნდი არის ყველაფერი იმის გაერთიანება რაც მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში არსებობდა:) ლიონელ მესი : ადამიანი რომელიც თამაშობს განსხვავებულ ფეხბურთს :) ლურჯ-ბროწეულის ფერში გამოწყობილი ფეხბურთელები მოედანზე დახევეწილად თამაშობენ,, აქვთ შემუშავებული გუნდური ტაქტიკა რაც თავანთ შედეგზე არის ასახული . მომწონს კატალონიური ფეხბურთი და ვიმედოვნებ, რომ ოდესღაც საქრთველოსაც დაადგება საშველი :))
3. CescFabregas (ნიკა ოზმანოვი) "წევრი’’ - პირველ რიგში მოგილოცავ ამ კარგი პროექტის შექმნას, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია საიტისთვის. რას ნიშნავს ჩემთვის ბარსა? ამ ყველაფრის გადმოცემა ძალიან ძნელია ჩემთვის რადგან უბრალო სიტყვები არაა და მოკლედ გეტყვით.. ბარსა ჩემთვის მეტია ვიდრე უბრალოდ კლუბი, 3 წელი ვარ ამ გუნდის ფანი და ბარსა ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა. იგებს თუ აგებს ამას დიდი მნიშვნელობა არ აქ ჩემთვის... მისი ყოველი თამაში ყურებისას დიდ სიამოვნებას განვიცდი. მე ეს გუნდი გულით მიყვარს. ასევე ვიტყვი ბარსამანიაზე, არ ვიცი რას ვიზამდი ამ საიტის და იმ ხალხის გარეშე ვინცაა საიტზე არ აქ მნიშვნელობა რომელი გუნდის ფანია. მე ყოველდღე ვსტუმრობ ბარსამანიას რომ მივიღო ახალი ინფორმაცია საყვარელი კლუბისა და ფეხბურთელების შესახებ და ასევე მაქვს კონტაქტი მომხმარებლებთან. მე ვამაყობ რომ ვარ კულე! Visca el Barça y visca Catalunya!
4. GauChoo_Fan (საბა მჟავანაძე) "წევრი’’ - პირველ რიგში გილოცავ ამ შესანიშნავი პროექტის დაწყებას ,რაც შეეხება თემის კითხვას . საერთოდ ფეხბურთი და გუნდი "ბარსელონა" გაუჩომ შემაყვარა , როცა მე პირველად ვნახე ბარსას თამაში ძალიან მოხიბლული დავრჩი მათი თამაშის ხილვით და იმ დღიდან დღემდე ბარსას გულშემატკივარი ვარ და დავჩები სისოცხლის ბოლომდე.ჩემი ცხოვრების გარკვეული ნაწილი ფეხბურთს უჭირავს და შესაბამისად ბარსაც ჩემი ცხოვრების ნაწილად ითვლება. ბარსას თამაშისგან უდიდეს სიამოვნებას ვიღებ ,მაშინაც კი როდესაც ის მარცხდება(საბედნიეროდ ეს ბოლო წლებში ძალიან იშვიათად ხდება) სწორედ ესაა ბარსას ფილოსოფია! ერთხელ გვარდიოსა ინტერვიუ წავიკითხე და ასეთი რამ თქვა: "ჩვენ შეიძლება ზოგჯერ დავმარცხდეთ კიდეც, მაგრამ არასოდეს ვუღალატებთ ჩვენს საფეხბურთო ფილოსოფიას". რამდენი წელიც არ უდნა გავიდეს ბარსას ფილოსოფია არ შეიცვლება და სწორედ ეს განასხვავებს ბარსას სხვა გუნდებისგან. შეიძლება სიტყვებით კარგა ვერ გადმოვეცი ”ბარსასადმი” ჩემი სიყვარული, მაგრამ ვერ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება ფეხბუთის და ბარსას გარეშე.
5. tokagamer (თორნიკე რაზმაძე) "რედაქტორი’’ - ძალიან ძნელია რამდენიმე წინადადებაში იმის ზუსტად გადმოცემა, თუ რა არის ჩემთვის "ბარსელონა”. ეს, ალბათ, იმიტომ, რომ ძალიან ბევრს ნიშნავს. ამ გუნდის დევიზი ზედგამოჭრილია ჩემთვის. ის ჩემთვის მართლაც მეტია ვიდრე უბრალოდ კლუბი. რაც მთავარია, ასეა ფეხბურთელებისთვისაც, გავიხსენოთ პიკეს, მესის და პერდოს საქციელი, როდესაც მათ გატანილი გოლების შემდეგ "ბარსელონას” გერბი დემონსტრაციულად აუფრიალეს ბერნაბეუს პუბლიკას, ამ საქციელით ბევრი რამ გამოჩნდა. კარგად მახსოვს თითოეული წუთი რომელიც ამ გუნდს უკავშირდება ჩემს მეხსიერებაში. მახსოვს, როგორ ვმალავდი ბალიშის ქვეშ პატარა რადიოს ყურსასმენებით, როდესაც მშობლები ასაკის გამო თამაშების ყურების ნებას არ მაძლევდნენ გვიან ღამით და იქ ვცდილობდი შედეგი გამეგო, მეორე დილამდე რა მოითმენდა... მახსოვს როგორ გადავურჩი ერთხელ გერმანელი გულშემატკივრებისგან ცემას, როდესაც გერმანიის ერთ-ერთი პატარა ქალაქის ბარში ბარსა-ვერდერის მატჩს ვადევნებდი თვალ ყურს და რონალდინიოს ცოცხალკედელსქვემოთ გატარებული ჯარიმის შემდეგ აღფრთოვანება ვერ დავმალე. მახსოვს რივალდოს მაკრატელა ვალენსიასთან და სიხარულით საწოლიდან გადმოვარდნის ამბავი. უფრო უფროა ხლო წარსულს აღარც შევეხები, განა ეს მომენტები არ არის საკმარისი იმისთვის რომ ცხოვრების ბოლომდე გაგყვეს მადლიერება იმ კლუბის მიმართ, რომელმაც შენ ასეთი წამები გაჩუქა.
6. გიორგი ბარდჯაძე "წევრი’’ - ბარსელონა ჩემთვის ყველაფერია. ყველაზე მეტად მიყვარს ბარსას ბიჭები . 15 ის ვარ და 7 წლიდან ბარსას ვქომაგობ . 8 წელია ვუყურებ მის თამაშს და ბარსა როგორიც დღესაა არ მახსოვს . უსიტყვოდ უგებენ ბიჭები ერთმანეთს ... ყველა საოცრად ლამაზ ფეხბურთს თამაშობს მაგრამ პუილოზე მაგარი არავინაა. გვარდიოლას მერე მაგ კაცს ვაღმერთებ . ეგაა ვინც სულს და გულს დებს ბარსას მოგებაში და წარმატებაში, ბოლომდე იხარჯება მუდამ და შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებს . მაგრამ ბარსა მაინც ერთია . ჯერ ვერავინ გატეხა და დაამარცხა დ აიმედია დიდხანს გაგრძელდება ასე. 8 წელია კუე ვარ და ჩემ ძარღვებში ლურჯ-ბროწეულისფერი სისხლი ჩქეფს
7. leo.messi10 (ბექა ბზიავა) "წევრი’’ - შეიძლება ძალიან ძალიან ბანალურია მაგრამ ჩემთვის ბარსა ასოცირდება მუდმივ გამარჯვებასთან.როცა რაღაც დიდ პრობლემის წინაშე ვდგავარ მახსენდება ბარსა და ვხვდები რომ დაუძლეველი არაფერია და რომ დაუძლეველი მწვერვალების დაპყრობაც შეიძლება,ისე როგორც ამას ბარსა აკეთებს.
8. MeKoO-Barca (მეკო ზანდუკელი) "წევრი’’- ძნელია თქვა რას ნიშნავს შენთვის კლუბი, რომელიც შენი ყოველდღიურობის ნაწილია.. მეც გამიჭირდა ამის თემად დაწერა და უცებ მომაფიქრდა ლექსი-გზა, რომლითაც ყველაზე კარგად ვაგრძნობინებ ხალხს, თუ რას ნიშნავს ჩემთვის ბარსა...იმედია ამ ლექსით ცოტათი მაინც გაგიზიარებთ, ჩემს სიყვარულს ბარსასადმი:ლეგენდას ჰქვია ბარსა.
ვიცი ვერ აღვწერ კარგად,
მაგრამ რაც შემწევს ძალა
მენდეთ მოგითხრობთ მაგრად.
დიდი ხნის წინათ მითხრეს
არსებობს კლუბი ბარსა
და მერე, იმ დღის შემდეგ ვცოცხლობ ამ კლუბით მარად.
ფეხბურთელების ერთობა
ესაა მისი სული
და მისი მოგებებით
ცოცხლობს დღეს ჩემი გული.
ბარსა-ლეგენდის სახელი-
ოცნება ამით იწყება
და ეს ლეგენდა, ეს კლუბი
არასდროს დამავიწყდება.
9. xaviesta… (დიმიტრი ყიფიანი) "წევრი’’ - ბარსელონა რომ არა ჩემი ცხოვრება არ იქნებოდა ისე საინტერესო როგორიც ახლაა. რას ნიშნავს ჩემთვის ბარსელონა?_იმის აღწერა თუ რას განვიცდი ბარსასადმი სიტყვებით შეუძლებელია. ყოველდღიურად შემოვდივარ ბარსამანიაზე, რადგან ახალი ამბები გავიგო ჩემი საყვარელი გუნდის შესახებ. . განვიცდი ბარსელონას ყველა მარცხსა თუ მოგებას. ჩემი კუმირი სწორედ ამ გუნდის სული და გული, ბარსას კაპიტანი–კარლეს პუიოლია. შეიძლება ბანალურად გამომივიდეს, მაგრამ ბარსელონა ჩემთვის უფრო მეტია ვიდრე კლუბი. ეს არის ერთი მთლიანი ოჯახი და მე ვამაყობ რომ ვარ კულე.
10. Thiago.11 (რობო კახიანი) "წევრი’’ - დაახლოებით 5-6 წლიდან ბარსას ვგულშემატკივრობ, ამ ასაკიდან იმიტო შემიყვარდა ბარსა რო უფრო ადრეულ ასაკში ნამდვილად არ ვიცოდი ფეხბურთი ის მხოლოდ გართობა იყო ჩემთვის, მაგრამ ბარსამ მისი თამაშის სტილით შეძლო შეეცვალა ჩემი ფეხბურთისადმი დამოკიდებულება.
P.S. ყველას კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ახლა კი ვისაც მონაწილეობა გინდათ მიიღოთ შემდეგ ნაწილებში. გამომეხმაურეთ პმ-ში. ვეცდები ყველას გიპასუხოთ. წინასწარ მადლობა ყველას.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]