რას ნიშნავს შენთვის ''ბარსა''? დასასრული

რას ნიშნავს შენთვის ''ბარსა''? დასასრული

 

რას ნიშნავს შენთვის ''ბარსა'' ? (ბოლო, მე-7 ნაწილი). ეს პროექტი დასრულდა. ამ პროექტში შევიდა 70-მდე "კულეს’’ კომენტარი და მე გადავწყვიტე ეს "პროექტი’’ დამესრულებინა. ახლა კი ვნახოთ ბოლო ნაწილის ექვსი მონაწილე.

რას ნიშნავს შენთვის ''ბარსა'' ?  (ნაწილი 7 )

1. flyingdutchman (მერაბ კიკნაძე) "წევრი’’ - რას ნიშნავს ჩემთვის "ბარსა"? რა თქმა უნდა ემოციას. ემოცია რომელიც დაიწყო პატრიკ კლუივერტიდან და მისი დროინდელი ბარსადან. ეს იყო მძაფრი შეგრძნებების ხანა... ჩემს ქალაქში 2 კაცი ვქომაგობდით ბარსას. შემდეგ "ბარსას" სიყვარული გადაიზარდა ბარსელონას სიყვარულში. მიყვარს ეს ქალაქი(ვიცხოვრებდი კიდეც რამდენიმე თვით :)) ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ "ბარსელონა" ჩემში იწვევს კაი ქართველი ადამიანის ასოციაციას.

2. Tengobarca (თენგო ქათამაძე) "ადმინისტარატორი’’ - რა არის ჩემთვის ბარსა? ოლეგერია, რომელსაც ვაფასებდი მაშინ, როცა დიდ იმედებს ამყარებდნენ მასზე და ვაფასებ ეხლაც, როცა ვერ შედგა მისგან დიდი ფეხბურთელი. მთავარი სულ სხვაა, მას უყვარდა ბარსელონა, ის გრძნობდა ბარსელონას და ის სისხლით ხორცამდე ბარსელონელია. ბარსელონა ჩემთვის გასპარია, რომელსაც სულ რაღაც 3 წელი დასჭირდა იმისთვის რომ გუნდი დაენგრია, მაგრამ ის ჭეშმარიტი ბარსელონელი იყო. ბარსელონა ლაპორტაა, რომელსაც ხმის ჩახლეჩამდეა შეყვარებული ბარსაზე. ბარსელონა ჩემთვის პეპია, რომელსაც "viatge a itaca” – მოსმენისას თვალებზე ცრემლები ადგება. ბარსელონა ჩემთვის ჩვენი ბარსამანიაა... ბარსა გაცილებით მეტია, ვიდრე ფეხბურთი..

3. maribarca111 (მარიამ ჩაკვეტაძე)  "წევრი’’ -  ჩემს საუკეთესო მეგობარს მარიამ იანვარაშვილს უნდა ვუმადლოდე ამას..ადრე რომ გეკითხათ რაას ნიშნავს ბარსა შენთვისო გეტყოდი უბრალოდ საფეხბურთო კლუბია ...ყველაფერი არც თუ ისე დიდი ხნის წინ შეიცვალა..როგორც იქნა მარიმ მეც ამიყოლია, მაყურებინა კლასიკოებს, სხვადასხვა თამაშებს...თანდათან მეც გავარკვიე ვინ იყო მესი რომლის სახელიც ყოველდრე მესმოდა, პუიოლი..გავიგე და ყველა უსაზღვროდ შემიყვარდა, შემიყვარდა და დღეს ვეღარ წარმომიდგენია ცხოვრება ,,ბარსა''ს გარეშე...ბარსა მართლაც ზღაპარია, კლუბია რომელიც სიზმარს რეალობად აქცევს ყოველ თამაშზე...ერთი დიდი ოჯახიაა, რომელიც ყოველთვის მხარში უდგა ერთმანეეთსს...ბარსა ყველაფერია...მეტია ვიდრე საფეხბურთო კლუბი.

4. 10-9-11 (გიორგი გიორგაძე) "წევრი’’ - არსელონა ჩემთვის ყველაზე დიდი თკივილი და სიხარული, ბარსამ ჩემი ცხოვრება 2001 წლიდან და უფროსწორად 2002 წლიდან ძალიან შეცვალა ფეხბურთის მიმდევარი არ ვარ მაგრამ იმდენად დიდი ენთუზიაზმით უყურებ ბარსას თამაშს ბარსას ერთეთ ნაწილად მიმჩნია თავი. ბარსა მეტია ვიდრე გუნდი ამს ჩემ თავს ბევრიჯერ უმეორებ რომ მეც მეტი ვარ ვიდრე წარმომიდგენია. ბარსელონამ ცხოვრებაში ბევრი რამ მასწავლა,შეიძლება სისულელედ გეჩვენოთ მაგრამ ასეო არასოდეს არ ვიხევ უკან და ყოველთვის ვცდილობ ჩემი მეს დამარცხებას ბარსა კიდევ რეალის მისი აჩრდილი. ამ გუნდთან ბევრი კარგი და ცუდი მოგონება მაკავშირებს. 2004 წლიდან ბარსელონა იმ დონის გუნდათ ჩამოყალიბდა რომ მას შესწევს ძალა რომ მსოფლიოში ვერცეთმა გუნდმა ვერ დაამარცხოს. ყველა დროის საუკეთესო გუნდის ერთერთი პატარა ნაწილი ვარ და ამას ყველგან სიმაყით ვამბობ. ბარსელონას უსურვებ რომ ეს წინსვა რას მან (მათ) განვლეს უფრო მანემტკიცებინოთ და ჩემი და თქვენი გული უფრო გაეხარებინოთ. ყველანი ძალიან მიყვარხართ და გაფასებთ.

 

5. andres iniesta 8 (გიორგი გორგაძე) "წევრი - ძალიან ბევრია ჩემთვის.ლამაზად თქმას არ ვეცდები,უეჭველს ვიტყვი:სიამაყეა,ყველა ჩემიანის წინაშე.ყველამ იცის რომ ბარსა ჩემია და მორჩა...წაგებული ბარსა უფრო ჩემია.ერთს ვიტყვი ჩემზე:1986 წლიდანაა ბარსა ჩემი(ამას ცნობისათვის ვამბობ,თორემ 1 წლის და 26 წლის ბავშვი რომ ერთნაირი საყვარელია,ამაზე არავინ დაობს).ხოდა მიხარია და მტკივა,როგორც ცხოვრება მიდის,ეგრე. ბარსა ჩემი ოჯახის წევრია

6. fanofbarca333 (მიგრიაული საბა) "წევრი’’ - რას ნიშნავს ჩემთვის ბარსა? შეიძლება ვიღაცამ ეს კითხვა პრიმიტიულად ჩათვალოს და შეაფასოს, მაგრამ არა, მე ჩემი ცხოვრება არც კი წარმომიდგენია ზოგადად ფეხბურთის და კონკრეტულად "ბარსას" გარეშე. მე ბარსას "ოჯახის წევრად ვთვლი" და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ "ბარსამ" თავი თქვენ ისე შეგაყვარათ როგორც მე.მათ წარუმატებლობას ჩემ წარუმატებლობად ვთვლი. "ბარსა" ხომ ჩვოულებრივი საფეხბურთო კლუბი არ არის, ის მეტია ვიდრე კლუბი და განსხვავდება სხვა ბევრი კლუბისაგან, "ბარსას"აქვს ისეთი რამ რაც სხვა კლუბებს არ აქვთ. ამიტომაც შემოიჭრა ასე "ბარსა" ჩემში. ხანდახან კი მგონია რომ ჩემს სხეულში ლურჯ-ბროწეულისფერი სისხლი ჩქეფს (ეს რა თქმა უნდა გადატანითი მნიშვნელობით). ისევე როგორც ჩემი, ყველა კულეს ოცნება ბლაუგრანას წარმატებაა. Viva Barca Viva Catalonya!!!


ახლა კი რაც შეეხება უშუალოდ ახალ პროექტს. შემდეგი ჩემი "პროექტი’’ იგივე სახის იქნება. აქ ისევ თქვენი, "კულეების’’ დახმარება დამჭირდება. ამ იდეის ავტორი ჩემთან ერთად "ბარსამანიის’’ ერთ-ერთი მომხმარებელია. მე კიდევ ერთხელ მინდა მას დიდი მადლობა გადავუხადო. ახალ ”პროექტს’’ შემდეგში იხილავთ. ვეცდები ყველანაირად მალე გავაკეთო ის. სტატიის სათაურს შეგნებულად არ გეტყვით. იგი სიურპრიზად დავტოვოთ. ინტრიგა... ინტრიგა დავტოვე. მადლობა ყველას ყურადღებისთვის.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.