რას ნიშნავს შენთვის ''ბარსა'' ? (ნაწილი 2 )
რას ნიშნავს შენთვის ''ბარსა'' ? (ნაწილი 2 )
1. Hans Gamper (გოგიტა მსხვილიძე) ‘’წევრი’’ - შაკო მანამ შეკითხვაზე გადავალ მინდა მოგილოცო ახალი პროექტი და მივესალმები შენს იდეას. ხოლო რაც შეეხება შეკითხვას ბარსელონას ჩემს გულში დიდი ადგილი უკავია. უდიდეს სიამოვნებას ვიღებ ბარსელონას მიერ დადგმული "სპეკტაკლების" ცქერით. თითქმის ყოველდღე ვსტუმრობ ბარსამანიას და ვიღებ ინფორმაციებს ჩემი საყვარელი კლუბისა და ფეხბურთელების შესახებ და ასევე მაქვს მუდმივად კონტაქტი მომხმარებლებთან, ჩვენ ხომ ყველას ბარსელონას სიყვარული გვაერთიანებს... რას ნიშნავს ბარსელონა ჩემთვის? ამ ყველაფრის გადმოცემა მიჭირს და ერთი სიტყვით რომ ვთქვა მე ბარსელონაზე უბრალოდ ვაფანატებ და მეამაყება რომ ვარ "კულე"... არ ვიცი როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება რომ არა ბარსელონა. Visça el Barca y Visça Catalunya.
2. iako (იაკო) ‘’რედაქტორი’’ - რას ნიშნავს ჩემთვის "ბარსა"? ეს არის გარკვეულწილად ჩემი ცხოვრების ნაწილი. მაინტერესებს ყველაფერი, რაც ამ გუნდს, მის ფეხბურთელებს თუ ქალაქს უკავშირდება. "ბარსა" არ არის უბრალოდ საფეხბურთო კლუბი. ეს არის ნიმუში იმისა, თუ როგორი უნდა იყოს გუნდი - მეგობრული, შეკრული, საქმის მოყვარული და ერთგული, მიზანმიმართული და ამავდროულად უბრალო. ერთხელ წავიკითხე ასეთი რამ: "ბარსელონაში არ არსებობს ღმერთი, იქ არის ფეხბურთი. "კამპ ნოუ" არის ეკლესია, პეპ გუარდიოლა კი მოძღვარი." შეიძლება ეს ძალიან მკრეხელურად ჟღერდეს, მაგრამ დამიჯერეთ, თუ ოდესმე მოგეცემათ შესაძლებლობა და ესტუმრებით ქალაქ ბარსელონას, მაშინ მიხვდებით ამ სიტყვების მნიშვნელობას. კატალონიაში მოსახლეობის უმეტესობა ლურჯ-ბროწეულისფერ მაისურებში გამოწყობილი დადის, უფრო მეტიც, ზოგი თავის ძაღლსაც კი "ბარსას" ფორმას აცმევს. იქ ხალხს უხარია იმიტომ, რომ მათ ჰყავთ "ბარსა" - გუნდი, რომელიც მუდმივად თავის გულშემატკივრებზე ფიქრობს და მათ ყოველკვირეულად ულამაზეს სანახაობას სთავაზობს. იმედი მაქვს, რომ "ბარსა" კიდევ დიდხანს გაგვახარებს არამხოლოდ მოგებული თასებით, არამედ ულამაზესი თამაშით, რაც ალბათ ყველასთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.
3. Tommy (თორნიკე პაპავა ’’იმერელი’’) ‘’წევრი’’ - ბარსა ჩემთვის არის ცხოვრების დიდი ნაწილი, რომლისთვისაც ბავშობაში სისულელეეებიც გამიკეთებია ისე ვიყავი შეყვარებული ბარსაზე და რივალდ-ინიოზე...მაგრამ ამას ახლა არ ვნანობ... ბარსას თითოეულ ფეხბურთელლს მაინც ვაფასებ "მიევასება" თუ არა...მოკლედ რომ ვთქვათ მე ვარ ლურჯბროწეულისფერი და დანარჩენი თქვენთვის მომინდია
4. Tako♥_♥kule ( თამუნა კურტანიძე) ‘’წევრი’’ - რას ნიშნავს ჩემთვის ბარსა? ჩემთვის ბარსა ნიშნავს უფრო მეტს ვიდრე კლუბს, უფრო მეტს ვიდრე ფეხბურთს. აუღწერელი გრძნობა ჟრუანტელი თამაშის დაწყების წინ და ყველაზე სასიამოვნო გრძნობა გოლის გატანიასას. როცა გინდა იყო მათთან, გიხაროდეს დანარჩენ იქ შეკრებილ კულეებთან ერტად. ხმის ჩახლეჩვამდე იყვირო: ბლაუგრანა. მაგრამ მტკივნეულია როდესაც ხვდები რომ ეს ოცნებაა, მაგრამ ვეცდები რომ ეს ოცნება ოდესმე ამიხდეს ბარსელონა ჩემი მეორე ოჯახია, ძალიან მიყვარს საიტი ბარსამანია.არ მინდა მკითხველი მოვაქციო ბანალური სიტყვების კორიანტელში, ჩემთვის ბარსა მეტია ვიდრე უბრალოდ სიტყვები, ეს ემოცია ენით აუღწერელია, ამას მხოლოდ ნამდვილი კულეები გრძნობენ. ვამაყობ რომ ვარ ამ ოჯახის ნაწილი.ერთხელ კულე მუდან კულეა
5. Barca_Boy_95 (მიშო მაღალაშვილი ) ‘’რედაქტორი’’ - გამარჯობა, პირველ რიგში გილოცავ ამ შესანიშნავი პროექტის დაწყებას. რაც შეეხება უშუალოდ თემას. ვერ ვიტყვი ფეხბურთი ბარსამ შემაყვარა თქო, რადგან ჯერ ფეხბურთი უნდა გიყვარდეს და შემდეგ უკვე რომელიმე კლუბი. ყოველთვის ძალიან განვიცდი ბარსას წარუმატებლობას და ყოველი გამარჯვებისა და ტრიუმფის შემდეგ ძალიან ბედნიერი ვარ. ვერცერთი ბარსას ფეხბურთელი სხვა კლუბის მაისურში ვერ წარმომიდგენია. ეს არის ყველაზე შეკრული, მეგობრული და განსაკუთრებული კლუბი.
6 .viscabarca (ანი უგულავა) ‘’წევრი’’ - პირველ რიგში გილოცავთ ამ პროექტის წამოწყებას ნამდვილად ვიცი, რომ ეს ყველაფერი გაამართლებს...და მეორე რაც შეეხება დასმულ შეკითხვას. ‘’ბარსა’’ ჩემთვის ყველაფერია ზუსტად ბარსამ შემაყვარა ეს დიდი სპორტი...მე ბარსამ მასწავლა მეგობრობა,ერთგულება საკუთარი გუნდის, სიყვარული...მე ნამდვილად ვამაყობ რომ მქვია კულე და მეამაყება რომ ვქომაგობ მსოფლიოში საუკეთესო გუნდს,მე ბარსაში ყველა მიყვარს,მათ ხომ აალაპარაკეს მთელი მსოფლიო,ბარსა თუ აგებს მე უფრო მიყვარდება ჩემი გუნდი,და მე რაც შემეხება არასოდეს გადავალ სხვა გუნდის ქომაგად, მე სულ ბარსას ფანად დავრჩები იმიტომ რომ მე ბარსამ ბევრი რამ მასწავლა...მე ყველაფერი მიყვარს ბარსელონასი სულ სულ ყველაფერი,განსაკუთრებით კი ბარსას ჰიმნი რომელსაც მთელი სტადიონი ყვება,ერთი სიტყვით რა ჩემთვის ბარსა ყველაფერია.......ვისკა ბარსაააააააააააააა
7. რეზი (რეზი შენგელია) ‘’წევრი’’ - ბარსელონა? ის ჩემი ცხოვრების ნაწილია ერთი წუთი ერთი წამიც კი არ გავა ისე რომ ბარსელონაზე არ ვიფიქრო არ გავიხსენო თითოეული მომენტი არ აქვს მნიშვნელობა დილაა ღამეა ბარსა ჩემი ცხოვრების ნაწილია ეს აღისახება ჩემ სახლზეც თითქმის ყველა ოთახში გამოინახება ბარსას ატრიბუტიკა ზოგან დროშა მაქ გაკრული ზოგან პლაკატები სამზარეულოში ჭიქები ასე რომ ჩემ სახში ვინც არ უნდა შემოვიდეს ყველა მიხვდება თუ ვინ მიყვარს და ვინ არის ჩემი ცხოვრება ეს ხომ ბარსელონაა მეტი ვიდრე უბრალოდ კლუბი და დასასრულს მინდა ერთი ვთქვა ძალათ ''კულეებო'' გთხოვთ შეიყვარეთ ბარსელონა ისე როგორც გიყვართ პიკე ‘’
8. DatinHo (დათო მაკაროვი) ‘’დროებითი მწერალი’’ - პირველ რიგში იმას გეტყვი, რომ ჩემი პასუხი წინა ნაწილში გამოქვეყნებული ძალიან ვრცელი და "გულში–ჩამწვდომი" კომენტარებისნაირი არ იქნება.. უბრალოდ, "ბარსა" რომ არ მიყვარდეს არ ვიყიდდი მაისურებს, არ ვუყურებდი მატჩებს გვიანობამდე და მნიშვნელოვანი გოლების დროს (ინიესტა vs ჩელსი, ლიგის ფინალები) ბოლო ხმაზე არ ვიყვირებდი. თითოეულ ფეხბურთელს დიდ პატივს ვცემ, ხოლო "მისტერზე" ლაპარაკიც ზედმეტია. ეს გუნდი ჩემი ცხოვრების ნაწილია. 4–5 წლის წინ დამცინოდნენ კიდევაც "ბარსას" როგორ გულშემატკივრობო, მაგრამ ყველა კარგად ხედავს ახლა რაც ხდება. მიხარია, რომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდის ფანი ვარ. visca el barça! visca katalonya!
9. asaTianiDan DeVniLi (ელენე ჯაფარიძე) ‘’წევრი’’ - ბარსელონა-ჩემთვის ოქროს სიტყვებია.როცა შაკომ მითხრა რას ნიშნავს შენთვის ბარსა,მართლა გამიჭირდა რამე დამეწერა.ეს ისეთი რამაა,სიტყვებით რომ ვერ ავღწერ.ლურჯ-ბროწეულისფრად ვხედავ სამყაროს.სადაც არ უნდა ვიყო,ან რასაც არ უნდა ვაკეთბდე სულ ბარსა და ბარსა.კლასში მერხები,სახლში კედლები,რვეულზე ფურცლები,ბარსა და ბარსა.ამაყი ვარ ნამდვილად და ყველა ამაყები ვართ,რომ ბარსელონას გულშემატკივრები ვართ.მეტი ვარ ვიდრე უბრალოდ გულშემატკივარი. შემიძლია დაუსრულებლად ვუყურო ბარსას თამაშებს.ყველაზე ამაყი 29 ნოემბერს ვიყავი.ჩემს ძარღვებში ლურჯ-ბროწეულისფერი სისხლი ჩქებს ! Vamos Barca !
10. BarCagiRl (ანა სინაურიძე) ‘’წევრი’’ - ბარსა"- ეს სიტყვა, ზოგისთვის ურბალოდ ბგერების რახარუხია, ზოგისთვის მხოლოდ ნაცნობი სიტყვა, ჩემთვის კი იმდენად ახლობელია, რომ მის გაგონებაზე გული სიხარულით მევსება. მიყვარს ამ კლუბის თითოეული ფეხბურთელი, მწვრთნელიდან დაწყებული, სათადარიგოს მოთამაშეებით დამთავრებული. მეტისმეტი სიყვარულისგან, "ბარსას" მატჩებზე მეტისმეტად ვნერვიულობ ხოლმე და შხირადაა შემთხვევები რომ მატჩის ნახევარი სწორედ ნერვიულობის გამო გამომიტოვებია და ვერ მიყურებია, ეს ალბათ სიგიჟეა მაგრამ ასეა... ამ კლუბს თითოეული ჩვენგანის გულში დიდი ადგილი უკავია. ზოგი გამოცდილი გულშემატკივარია, ზოგიც ახლად გარკვეული ფეხბურთში, მაგრამ ფაქტია ეს გუნდი ყევლას გვაერთიანებს და მისმა სიყვარულმა ამ პატარა ბუდეში (ბარსამანიაზე) შეგვყარა ყველა... ვფიქრობ ძალიან ბანალურად ვისაუბრე, თუმცა იმდენად მიყვარს "ბარსელონა", რომ სიტყვებით ამის გადმოცემა ძალიან მიჭირს...
პ.ს. იმედია მოგეწონათ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]