რას ნიშნავს შენთვის ''ბარსა'' ? (ნაწილი 6 )
რას ნიშნავს შენთვის ''ბარსა'' ? (ნაწილი 6 )
1. anano (ანანო ჩინჩალაძე) "წევრი’’ - პირველ რიგში დიდი ხანია ეს პროექტი წამოიწყე მაგრამ მაინც კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცო :) რას ნიშნავს ჩემთვის ბარსა? ჩემთვის ბარსა არ არის უბრალოდ ფეხბურთის თამაში,უფრო მეტია! როცა ბარსელონას თამაშს ვუყურებ (დაძაბულ თამაშებს ვგულისხმობ)ადრენალინის გრძნობა მაწვება, როცა გოლი გააქვთ მინდა ბოლო ხმაზე ვიყვირო, როცა რომელიმე ფეხბურთელი ტრანვას იღებს ძალიან განვიცდი! ფეხბურთი ბარსელონას არ შეუყვარებია ჩემთვის, ფეხბურთმა შემაყვარა ბარსა.... ამ კლუბის წყალობით გავიჩინე უამრავი მეგობარი! ღამეებს ვათენებ რათა ბარსელონას მორიგ სპექტაკლებს ვუყურო და წლებია ეს არ მბეზრდება! ძნელია ბარსელონას სიყვარული სიტყვებით გადმოგცეთ.....
2. LioneL m e s s I (დავით ხაინდრავა) "წევრი’’ - ბარსელონა ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილია ეს არის კლუბი რომელმაც შემაყვარა ფეხბურთი ! ბარსელონა ჩემთვის რაც დრო გადის მით უფრო და უფრო მეტს ნიშნავს , როდესაც პირველად წავიკითხე ეს გამოთქმა "მეტი ვიდრე უბრალოდ კლუბი" მე ამაზე მართლაც დავფიქრდი და მივხვდი რომ ეს ჩვენნაირი კულეების ნათქვამია . ბარსა ჩემთვის იმდენად ბევრს ნიშნავს რომ თითქმის ყველგან და ყოველთვის ვცდილობ რომ ამ გუნდზე ვილაპარაკო მის ღირსშესანიშნაობებზე მის ტიტულებზე ფეხბურთლებზე თამაშის სილამაზეზე ბევრი მისმენს და მეთანხმება მაგრამ ბევრთან კამათი მიწევს მაგრამ ბარსაზე რაც არ უნდა მითხრას ვინც არ უნდა იყოს მე ამ გუნდზე წარმოდგენა არასდროს დამეკარგება . უბრალოთ ფეხბურთი რო გიყვარდეს და მხოლოდ თამაშის სილამაზით ტკებოდე ბარსას თამაშს ყველაზე ყურადღებით მიადევნებდი თვალს !!! იმიტომ რომ ეს არის ბარსა სადაც საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობენ, გუნდი რომელიც საუკეთესო ფეხბურთს აჩვენებს, გუნდი რომელმაც სტადიონზე მოქცევა იცის და ყველა თამაში ბოლომდე უჭირავს და მეტოქეს ბოლომდე ებრძვის და მას ეს საუკეთესოდ გამოსდის ეს არის ბარსა !!!!!! " მეტი ვიდრე უბრალოთ კლუბი !
3. Mariami () "წევრი’’ - რა არის ჩემთვის "ბარსა"? რავიცი თუ სხვა ქომაგების კომენტარებს გადავავლებთ თვალს ხშირად გვხდება სიტყვა "ბანალური" და მეც ალბათ ვიქნები ძალიან ბანალური თუ ვიტყვი, რომ "მე ვგიჟდები ბარსაზე", "მაბოდებს" "მის გარეშე არ შემიძლია" "ყველაფერია ჩემთვის" და ა.შ. მაგრამ მეც ვუსვამ საკუთარ თავს კითხვას, სხვა ნაირად როგორ შეიძლება გამოხატო შენი სიყვარული? ჩემთვის ბარსელონა ეს არის კლუბი, რომლის ქომაგი ვიქნები მუდამ, მე არ ვიცი რა იქნება მომავალში, მაგრამ მე, რომ ბოლო ამოსუნთქვამდე "ბარსას" ქომაგი ვიქნები ეს ვიცი!! საკუთარი თავის მიკვირს სულ "ბარსაზე" ვლაპრაკობ და როცა უნდა გავცე კითხვაზე პასუხი თუ რა არის ჩემთვის, სიტყვებს ვერ ვპოულობ გადმოსაცემად, მგონი ვინც ჩემს აზრს კითხულობს ალბათ მობეზრდება ერთი და იგივეს კითხვა, ამიტომ დავამთავრებ და ვიტყვი, როგორც ყველა ქომაგისთვის, "ბარსა" ჩემთვის ყველაფერი და ცხოვრების განუყოფელი ნაწილია! მეამაყება, რომ ვარ ისეთი კლუბის "ფანი", როგორიცაა "ბარსელონა".
4. Paco :) (თეონა ფაცაცია) "წევრი’’ - რას ნიშნავს ჩემთვის ბარსა ?ჩემთვის ბარსა უფრო მეტია ვიდრე mes que un club-ი უკვე 7 წელია ბარსელონა ჩემი ცხოვრების განუყოფელია ნაწილია ყოველ დილით ბარსაზე ფიქირით ვიღვიძებ და ბარსაზე ფიქრით ვიძინებ .. 7 წელია ყოველ 2 თებერვალს (ბედობას) ბარსელონაში მოგზაურობა და კამპ ნოუზე საყვარელი გუნდის თამაში მესიზმრება.. (იმედია ოდესმე სიზმრები ამიხდება ) ყოველი შაბათ-კვირა ჩემთვის დიდი ზეიმია რადგფან ვიცი რომ მოედანზეე გამოვა გუნდი რომელიც ბოლომდე ითამაშებს არ დაზოგავს თავს და აუცილებლად მოიგებს ან ღირსეულად დამარცხდება .. არ ვიცი როგორ ვილაპარაკო იმაზე თუ რა არის ჩემთვის ბარსა ამის სიტყვებით გადმოცემა წარმოუდგენელია .. ბარსელონაში მიყვარს ყველა ფეხბურთელი ვალდესიდან ფონტასამდე ყოველი ადამიანი რომელსაც წვილი მიუძღვის ბარსელონას წინაშე .. მე მეამაყება რომ ვარ კულე (მიუხედავად ამ სიტყვის მნიშვნელობისა) მეამაყება რომ ვცხოვრობ ბარსელონას ცხოვრებით... მეამაყება რომ ჩემს ძარღვებში ჩქებს ბლაუგრანა...
5. ზურა-ბათუმი (ზურა ზოიძე) "წევრი’’ - მე არ მეხერხება ჩემი განცდების სიტყვებით გამოხატვა,მაგრამ მაინც შევეცდები.ბარსა არის ჩემი ცხოვრების არსი,მე მას არ მივიჩნევ კლუბად ის თითქოს ადამიანია,რომელიც ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს,ბარსა ასევე არის საშუალება მეგობრების შეძენისა.ჩემს ცხოვრებაში მას აქვს რაღაც განსაკუთრებული ადგილი,თითქოს რაღაცნაირად ერთ ამოსუნთქვას ჰგავს,როცა ერთხელ ამოისუნთქებ შემდეგ უნდა ჩაისუნთქო,მერე ამოისუნთქო და ყოველი სუნთქვა თუ წამია ბარსა ჩემთვის და ესე გრძელდება,გრძელდება დაუსრულებლად და არასოდეს დასრულდება..
6. kupson (ნიკა სეფისკვერაძე) "წევრი’’ - მე ბარსელონას გულშემატკივარი გვარდიოლას მოსვლიდან ვარ მის შემდეგ ისე შემიყვარდა ბარსა რო ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა იმის მერე ერთხელ ვცდე დამევიწყებინა ბარსა და საერთოდ ფეხბურთი მაგრამ ეს ვერ შევძელი იმიტო რო ბარსა ჩემს გულში სამუდამოთ ჩარჩა ყოველი ბარსა თამაშის წინ ძალიან ვღელავ განსაკუთრებით ელ კლასიკოზე, ცუდათ არ გამიგოთ მაგრამ უნდა ვთქვა, თითქმის ყოველი ბარსას თამაშის წინ მათზე ვლოცულობ და ეს ეხმარება კიდევაც და იმარჯვებს კიდეც ამიტომ ბარსა ჩემთვის ყველაფერია და მის გარეშე ცხოვრება ჩემთვის ძნელი იქნებოდა...
7. MRS barca (aleko kapanadze) ‘’წევრი’’ - ბარსა ჩემი ყოველდღიური ცხოვრების ერთ–ერთი განუყრელი ნაწილია.მე არასოდეს არ ვტოვებ ბარსას თამაშებს, ერთი სული მაქვს როდესაც ჩავიცმევ ბარსას მაისურს და ჩავუჯდები თამაშს. ბევრჯერ მიფიქრია თუ რატომ მიყვარს ბარსა მაგრამ ვერ ვახერხებ ამომწურავი პასუხის გაცემას, ყოველი წაგების ან ცუდად ჩტარებული მატჩის შემდეგ უფრო იზრდება ჩემი სიყვარული ბარსას მიმართ.მე სჰექმნილი მაქვსბარსაზე ბევრი ნახატი,კარიკატურები და ასევე შექმნილი მაქვს ბევრი ლექსი.
8. HWG (ლევან თოდუა) "წევრი’’ - ჩემთვის ბარსელონა არის ყველაფერი სადაც არ უნდა ვიყო ყველგან ბარსაზე ვფიქრობ განვიცდი მათთან ერთად ყველა წაგებასა და მოგებას ჩემთვის ბარსა არის მართლაც მეტი ვიდრე კლუბი. მათი თამაშის სტილი არის რაღაც საოცრება ეს არის ხელოვნება რასაც ისინი მოედანზე აკეთებენ და მათთვის არ აქვს მნიშვნელობა რა დონის კლუბს ეთამაშებიან ყველასთან ერთ დონეზე თამაშობენ. ბარსას ვგულშემატკივრობ 2005 წლიდან მანამდე კი ფეხბურთის გაგებაში არ ვიყავი მაგრამ სწორედ მაშინ ვნახე რონალდინიოს თამაში და გავოცდი გამაოცა მისმა ოსტატობამ ტექნიკამ დარტყმამ და აი მაშინ მივხვდი რომ ფეხბურთი გართობაზე მეტი იყო ხოლო ბარსელონა კლუბზე მეტი. აი მაშინ გადავწყვიტე რომ ბარსას ფანი გავმხდარიყავი. შევისწავლე ყველაფერი ფეხბურთის და ბარსას შესახებ და დღეს დღეისობით ძალიან ბევრი ვიცი. დღევანდელ ბარსაში ჩემი კუმირი არის კარის დარაჯი ვიქტორ ვალდესი ის მე 2006 წლის ფინალში ვნახე არსენალის წინააღმდეგ და როცა მისი სეივები ვნახე მაგ თამაშში მივხვდი რომ ძალიან მაგარი მეკარე არის (ხან და ხან ბავშვურ შეცდომებს უშვებს მაგრამ მანც მიყვარს ჩემი ვიქტორა და ბოლოს მინდა ასე დავამთავრო ¡Visca Barça! ¡Visca Catalunya!
9. F.C.B DaviTTa (დათო გუხრიძე) "წევრი’’ - მოეგსალმებით.. არ მინდა ბანალურად გამომივიდეს მაგრამ ნამდვილად ასეა ბარსელონამ დაიპყრო მთელი მსოფლიო ყველა ყველგან და ყოველთვის მასზე ლაპარაკობს.. არც მე ვარ გამონაკლისი ვგულშემატკივერობ მათ მიხარია მათი წარმატება და ერთი რიგითი კულე ვარ !
ბარსა რაღაცნაირი სენია რომელიც მე და არამარტო მე უამრავ ადამიანს შეეყარა.. ძალიან მიყვარს ეს კლუბი , რომელიც მართლაც რომ კლუბზე მეტია !! ვუსურვებ წარმატებებს ბარსელონას მუდამ ისეთი ბედნიერები ვყოფილიყავით ბარსასთან ერთად როგრც დღეს ვართ !
10. davit88 (დავით გურიელიძე) "წევრი’’ - რა არის ჩემთვის ბარსა?? ბარსა ჩემი საკვებია, საზრდოა, რომელიც კვებავს ჩემს სიამაყეს, სიამოვნების წყურვილს, და თავმოყვარეობას... ეს ერთი დამატებითი სასაუბრო თემაა... ბარსა - ფეხბურთია, ფეხბურთის სიყვარულია... გვიყვარდეს ყველას ფეხბურთი!!!
P.S. პ.ს. კიდევ ერთხელ გიხდით ყველას მადლობას. მსურველები გამომეხმაურეთ პმ-ში
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.

კომენტარები [ 0 ]