რას ნიშნავს შენთვის ''ბარსა'' ? (ნაწილი 3 )

რას ნიშნავს შენთვის ''ბარსა'' ?  (ნაწილი 3 )

რას ნიშნავს შენთვის ''ბარსა'' ? (ნაწილი 3 )

1. THIERRYHENRY14 (ავთანდილ ჭყონიძე) ”რედაქტორი’’ - პირველ რიგში მომილოცავს ასეთი კარგი პროექტის დაწყება. მახსოვს, ადრე ამის მსგავსი რამ ჩვენი საიტის რედაქტორმა tokogamer-მა გააკეთა და ძალიან კარგია ახლა შენც რომ აკეთებ. რაც შეეხება უშუალოდ თემას, რას ნიშნავს ჩემთვის "ბარსა"? ყველაფერს. სიტყვები არ მყოფნის ამის ასაღწერად. "ბარსელონა" ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უდიდესი და უმთავრესი ნაწილია. რა თქმა უნდა ამ გუნდის თითოეული წარმატება ძლიერ მახარებს და დიდ ბედნიერებას მგვრის. უბრალოდ აღარ გავაგრძელებ ზედმეტს და აღარ ვიტყვი, რომ "ბლაუგრანა" მეტია, ვიდრე გუნდი, რადგან ეს უკვე ყველამ დაინახა და იცის. "ბარსაზე" ნებისმიერი სტატიის დაწერა დიდ სიამოვნებას მგვრის. მოკლედ, მიხარია, რომ "კულე" ვარ, მეტს აღარ გავაგრძელებ... და ვულოცავ ტიერი ანრის ევროპულ ფეხბურთში დაბრუნებას :)

2. nikusha_kiko­­(ნიკა კიკაძე) ”წევრი’’ - ეს კითხვა მეც დიდი ხანია მაინტერესებს, მაგრამ ვერა და ვერ გავიგე. ეს მხოლოდ სიტყვა არაა. ეს გრძნობაა, რომელის გაგონებისას გული უცნაურ მოძრაობებს იწყებს ეს ჩემთვის დიდი გრდზნობაა სიტყვა სიყვარულიც არ მყოპნის ამის გადმოსაცემად ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია. დილა თენდება ‘’ბარსაზე’’ ფიქრით და ღამდება ასევე ‘’ბარსაზე’’ ფიქრით. ეს არი ენით აღუწერელი გრძნობა, რომელმაც აქ ამ საიტზე ყველა გაგვაერთიანა.

3. lady.messi  (ნინი ოქროპირიძე) ”წევრი’’ - "ბარსა" ჩემთვის ისეთივე განუყრელია როგორც ოჯახი .."ბარსა" ყველაფერია:სითბო ,სიყვარული მეგობრობობა ეს სამი რამ "ბარსამ" შემასწავლა . აი უკვე 3 წელია რაც ვქომაგობ მას და აღარც მახსოსვს 3 წლის წინ როდესაც არ მიყვარდა არც "ბარსა" და არც ფეხბურთი როგორ ვცხოვრობდი."ბარსელონა" არ არის მხოლოდ კლუბი ის მეტია ვიდრე უბრალოდ რომელიმე რიგითი გუნდი.მასთან ერთად ბევრი სიხარული და ცოტა ტკივილიც შემიგრძვნია .ვისწავლე ტრიუმფის გემოც და მარცხისაც."ბარსას" ხელში გავიზარდე და ჩამოვყალიბდი პიროვნებად .ამ შანს გამოვიყენებ და დიდ მადლობას გადავუხდი მთლიან გუნდს .მიყვარხარ "ბარსა"

4. Miro (მირიან მანჯავიძე) ”წევრი’’ - მე როდესაც ცოტა წამოვიზარდე, ასე 3-4 წლის და გავიგე ფეხბურთის შესახებ,ვნახე ბარსას თამაში. მათ წააგეს, თუმცა ვნახე როგორ იბრძოდნენ ბოლომდე და  არ ნებდებოდნენ. იმ დღიდან ბარსა ჩემს გულში უდიდეს ადგილს იკავებს და ის ჩემთვის ყველაფერია. რაც არ უნდა მოხდეს მე ‘’ბარსას’’ ერთგული ბოლომდე ვიქნები.

5. Xavi hernandez (ეკა ხაჟომია­) ”წევრი’’ - რას ნიშნავს ბარსა?- ჩემთვის ბარსა ნიშნავს მეტი ვიდრე კლუბს.ჩემთვის ზოგადად ყველაფერი ბარსათი იწყება და მთავრდება, სადაც არ უნდა ვიყო თუ დავინახავ ბარსას გულშემატკივას ვსაუბრობთ ბარსაზე არ აქ მნიშვნელობა სახლში ვარ თუ სკოლაში.როდესაც ვუყურებ ბარსას თამაშებს ყოველთვის დაძაბული ვარ,როდესაც აგებენ ცუდ ხასიათზე როდესაც გოლს იტანენ ბოლომდე ვყვირი­­

6. sali.messi ( სალომე ვარდოსანიძე) ”წევრი’’ - ჩემთვის ბარსელონა არ არის მხოლოდ გუნდი,ის კიდევ უფრო სხვა ცნებაა ... დღე ბარსათი იწყება და ბარსათიც მთავრდება ..ყველაფერს მასთან ვაკავშირებ,მაინტერესებს ყველაფერი ბარსაზე და მის ფეხბურთელებზე ..სხვისი არვიცი,მაგრამ ბარსას ფანობა,ჩემთვის ძალინ ბევრს ნიშნავს.. მას ჩემთვის,ბევრი სიხარული,ტკივილი და იმედგაცრუებაც კი მოუტანია,მაგრამ მაინ ბედნიერებაა და საამაყო,რომ ხარ კულე!!!მჯეროდა და მჯერა მე ამ გუნდის. მათ მომტაცეს ჩემი გული... მე სამუდამოდ ასეთი დავჩები!!!

7. MessiLover (ლიკა დავითიანი) ”წევრი’’ - მოკლედ ბარსელონა და მე ერთად ვიზრდებით,დიდიხანია მიყვარს,ბავშვობიდან ჩხუბი მქონდა ბარსას გამო .. რა არის ჩემთვის ბარსა ? ბარსა უყოყმანოდ შემიძლია ვთქვა რომ ჩემი ცხოვრებაა,ზოგი იტყვის ეს უაზრობააო მაგრამ ეს ჩემთვის ძალზედ მნიშვნელოვანია არავისზე წინ არ მიყენია ბარსა მაგრამ არც არავისზე უკან არ დგას,დილით როდესაც ვიღვიძებ პირველი მათ ფოტოებს ვხედავ და ვოცნებობ რომ იქნებ ერთხელ მეც ავღმოჩნდე კამპ ნოუზე , მინდა იმდენს მივაღწიო რომ ჩემი შვილები ბარსაში თამაშობდნენ ალბათ ეს ყველა კულეს უნდა და ბოლოს ბარსა ჩემთვის მეტია ვიდრე უბრალოდ ოცნება ის ხომ ოცნების კლუბია

8. Barcaman (მიშა ზაქარეიშვილი) ”ადმინი” -   ბარსა ჩემთვის არის ერთის მხრივ საფეხბურთო კლუბი და შესაბამისად - ჩვევაში გადასული უდიდესი სიამოვნება, ხოლო მეორეს მხრივ ბარსამანია და შესაბამისად - დიდი თავისტკივილი.

9. kalo (სანდრო ყალიჩავა) ”მწერალი’’ - პირველ რიგში ყოჩაღ შიუკ ასეთი წამოწყებისთვის, ნამდვილად დასაფასებელია. ახლა რაც შეეხება "ბარსელონას", იგი ჩემი ცხოვრების ნაწილია. წარმოუდგენელია დღე ისე გავიდეს მასზე რაიმე სიახლე არ გავიგო ან თუნდაც არ შემოვიდე "ბარსამანიაზე". ერთი სიამოვნებაა უყურებდე ინიესტას ელეგენტურობას, ჩავის გენალურობასა და მესის ფენომენალურობას. თითოეულ ფეხბურთელს უდიდეს პატივს ვცემ და ვცდილობ, ნაკლებად ვაკრიტიკო რომელიმე. უდიდესი ადრენალინია "კლასიკოს" ყურება. ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს "ბლაუგრანას" ქომაგობა. P.S. აბიტურიენტი ვარ და ჩაბარების შემთხვევაში მივემართები კატალონიის დედაქალაქში :) ალბათ იქიდან ჩამოსვლის შემდეგ უკეთ გამოვხატავ ემოციებს და უფრო მეტის მოთხრობას შევძლებ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.