იბრა არ იყიდება !

იბრა არ იყიდება !

იბრა არ იყიდება !

კატალონიის "ბარსელონას" გენერალურმა დირექტორმა ჟუან ოლივერმა ჟურნალისტებთან შეხვედრის,დროს განაცხადა, რომ იბრა არ იყიდება ! სატრანსფერო ციებ – ცხელება უკვე დიდი ხანია  დაიწყო, ყოველი გუნდი ცდილობს თავისთვის სასიკეთო ფეხბურთელი შეიძინოს. წინა სეზონში "ბარსელონამ" სცადა გუნდი ზლატან იბრაჰიმოვიჩით გაეძლიერებინა, მაგრამ გამოჩნდა, რომ ზლატანმა პირველ სეონში არ გაამართლა. ძალიან  ბევრი ინფორმაცია ვრცელდება მის გუნდიდან წასვლაზე, ასევე იაია ტურესა და ჩესკ ფაბრეგასზე. ოლივერმა გადაწყვიტა ამ სატრანსფერო ჭორებისათვის წერტილი დაესვა და თვითონ გაესაუბრა ჟურნალისტებს ტრანსფერებთან დაკავშირებით.

პირველი კითხვა ჟურნალისტების მხრიდან,  რა თქმა უნდა, იყო  ზლატანთან დაკავშირებით. ჟურნალისტებმა უმალვე მიიღეს ამ კითხვაზე პასუხი. "იბრა არ იყიდება. მან პირველ სეზონში საკმაოდ ბევრი რამ გააკეთა გუნდისათვის, ეს იყო ადაპტაციის სეზონი, შემდეგ სეზონში შვედი გუნდს აუცილებლად გააძლიერებს". მეორე შეკითხვა ჟურნალისტებმა იაია ტურესთან დაკავშირებით დაუსვეს. "ტურესა და იბრაას სიტუაცია ძალიან ჰგავს ერთმანეთს. მისით ძალიან ბევრი გუნდი ინტერესდება, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ მის გაშვებას არ ვაპირებთ". ბოლო კითხვა იყო, კითხვა, რომელიც, ალბათ,  "ბარსელონას"ყველა გულშემატკივარს აღელვებს, გადავა თუ არა ფაბრე ბარსაში?" – სწორედ ასეთი იყო ჟურნალისტების შეკითხვა ოლივერის მისამართით. "ჩესკს კონტრაქტი აკავშირებს "არსენალთან", ჩვენ ვიცით, რომ ეს ფეხბურთელი მათთვის ძვირფასია. ეს საქმე საკმაოდ რთულად ჩანს, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ფაბრე სულ მალე მოირგებს "ბარსელონას" ფორმას".

წყარო: fcbarcelona.cat

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.