ლაპორტას ოფიციალური განცხადება იბრასა და ანრისთან დაკავშირებით

ლაპორტას ოფიციალური განცხადება იბრასა და ანრისთან დაკავშირებით

კატალონიის"ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟუან ლაპორტამ ჟურნალისტებთან საუბრისასს განაცხადა, რომ იბრაჰიმოვიჩთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციები, თითქოსდა   იგი ტოვებს კატალონიურ გრანდს, არ შეესაბამაება სიმართლეს. "იბრამ პირველ სეზონში გაიტანა 21 გოლი. არავინ ელოდა მისგან "აფეთქებას". ეს მხოლოდ და მხოლოდ ადაპტაციის სეზონი იყო, ამიტომაც ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება ვითომდა შვედი ტოვებს "ბარსას" სიმართლეს არ შეესაბამება. მას ჯერ კიდევ აკავშირებს კონტრაქტი "ბარსელონასთან".

ლაპორტამ ფრანგ გოლეადორზე-ტიერი ანრიზეც ისაუბრა და განმარტა, რომ  ძნელად სავარაუდოა "ტიტი" შემდეგ სეზონში "ბარსელონას"მაისურით მოგვევლინოს: "მისით დაინტერესებულია ამერიკული გუნდი. არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს ამ ფეხბურთლთან დაკავშირებით, მაგრამ ჯერ ანრის მომავალი გაუკრვეველია, იგი ჯერჯერობით "ბარსელონას" ღირსებას იცავს".

წყარო: fcbarcelona.cat

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.